სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თელავის N2 საჯარო სკოლაში ერეკლე II-ის დაბადების 301-ე წლისთავი სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა
16-11-2021
-
+


თელავის N2 საჯარო სკოლაში ერეკლე II-ის დაბადების 301-ე წლისთავს ღონისძიებები მიეძღვნა.

აღნიშნული ღონისძიებები საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელობით განხორციელდა და მასში VII, VIII, IX, X კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებსთვის სხვადასხვა აქტივობა იყო შეთავაზებული. მათ ერეკელ მეორის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ტესტირება გაიარეს, ეწვივნენ თელავის ეთნოგრაფიულ მუზეუმს, მაშინდელი სასამართლო სტრუქტურა დღევანდელს შეადარეს და სხვა. 

კონკურსში გამარჯვებული მონაწილეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

კათედრა აქტიური ჩართულობისთვის ყველა მონაწილეს მადლობას უხდის.

„სკოლაში საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ განახორციელა პროექტი,რომელიც მიეძღვნა ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ის დაბადების 301-ე წლისთავს. პროექტში მონაწილეობდნენ VII, VIII, IX, X კლასის მოსწავლეები. პროექტში განხორციელდა შემდეგი აქტივობები: 1. კონკურსი ტესტირების ფორმატში - „მეფე ერეკლე II-ის ცხოვრება და მოღვაწეობა“; 2. პროექტის ფარგლებში სტუმრობა თელავის ეთნოგრაფიულ მუზეუმში; 3. კონკურსი საუკეთესო ესე: „გეორგიევსკის ტრაქტატი ქართლ-კახეთის სამეფოს გადარჩენა თუ მეფის შეცდომა“; 4. გაკვეთილი გეოგრაფიაში - ქართლ-კახეთის სამეფოს გეოგრაფიული მდებარეობა (საზღვრები) მეფე ერეკლე II-ის დროს; 5. გაკვეთილი სამოქალაქო განათლებაში: სასამართლო სტრუქტურა (შედარება) XVIII-XXI საუკუნეების საქართველოში; 6. პროექტის შეჯამება.
პროექტი წარიმართა საინტერესოდ, კონკურსში გამარჯვებული მონაწილეები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით. საზოგადოებრივი კათედრა მადლობას უხდის პროექტის ყველა მონაწილე მოსწავლეს, (მოსწავლეთა ჯგუფს, რომლებმაც შეასწორეს ნამუშევრები) და პედაგოგებს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება