სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პედაგოგი, რომლითაც ვამაყობ“- სავანეთის საჯარო სკოლის დირექტორი ინგა მიქელაძე პედაგოგ ლამზირა ოსეფაშვილს წარმოგვიდგენს
15-11-2021
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის დირექტორი ინგა მიქელაძე სკოლის სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის პედაგოგს ლამზირა ოსეფაშვილს გვაცნობს. 

სკოლის დირექტორი საუბრობს იმ დამსახურებების შესახებ, რაც ლამზირა ოსეფაშვილს სკოლის წინაშე აქვს. 

აღსანიშნავია, რომ ამჟამად იგი მეხუთე საგრანტო პროექტზე მუშაობს. 

სკოლა ამაყობს პედაგოგით და კარიერულ წინსვლას უსურვებს.

„განათლება მიმართულია ადამიანის ფიზიკური, ინტელექტუალური და მორალური უნარ-ჩვევების განვითარებისაკენ. განათლებაში იგულისხმება შედეგი, თუ რა ცოდნა შეიძინეს მოსწავლეებმა, მისი დაუფლების გზა კი სწავლაა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც მჭიდრო კავშირშია აღზრდასთან. განათლების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება თვითგანათლებას, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საზოგადოებრივ-შრომით საქმიანობაში მონაწილეობას, არაფორმალურ გარემოში მუშაობას, მოსწავლეთა ჩართულობას სასკოლო თუ სოციალურ პროექტებში, კონკურსებში, სხვადასხვა წამახალისებელ აქტივობებში. სკოლა ლამაზია მაშინ, როდესაც მშრომელი, კომპეტენტური, დაუღალავი პედაგოგები ასხივებენ, სადაც ყოველ კუთხე-კუნჭულს მათი ნახელავი ატყვია.
მთელი ისტორიის განმავლობაში ყოველ ახალ ეტაპზე კაცობრიობა მუდმივად გამოთქვამდა უკმაყოფილებას განათლებაში შექმნილი მდგომარეობით და სვამდა კითხვას: როგორი უნდა იყოს განათლება დღეს და როგორ უნდა აკმაყოფილებდეს ხვალინდელი დღის მოთხოვნას? როგორ უნდა განვითარდეს პედაგოგი, რათა სიახლეები და ინოვაციები დანერგოს საკლასო ოთახებში? ძიების პროცესი განუწყვეტელია, მუდმივად ცვლილებებს მოითხოვს, რომელიც დგას განათლების სუბიექტზე- მოსწავლეზე.

„განათლება თითოეული ადამიანის უფლებაა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა, პოტენციალი აქვს. თავისუფლების, დემოკრატიისა და მდგრადი განვითარების პრინციპები სწორედ განათლებას ეფუძნება... არ არსებობს იმაზე უფრო მნიშვნელოვანი მისია, ვიდრე საყოველთაო განათლებაა“, კოფი ანანის ეს სიტყვები ეხმაურება დღევანდელობას.

სკოლა ლამაზია მაშინ, როდესაც მოსწავლეებს უხარიათ სკოლაში მოსვლა, იციან რომ დახვდებათ მოსიყვარულე მასწავლებელი, რომელიც ასწავლის საგანს, ასწავლის სიყვარულს, პატივისცემას, მიმღებლობას.

თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო სავანეთის საჯარო სკოლის აქტიურ პედაგოგზე - ლამზირა ოსეფაშვილზე. ქალბატონი ლამზირა 2013 წელს გადმოვიდა სავანეთის საჯარო სკოლაში, იყო სერთიფიცირებული, უფროსი პედაგოგის სტატუსით. სავანეთის საჯარო სკოლა დაკომპლექტებულია ქართველი და ეთნიკურად აზერბაიჯანელი პედაგოგებით, 2 სექტორიანია; ქართულ-აზერბაიჯანული. გადმოსვლის დღიდან დაიწყო მუშაობა როგორც ქართველ, ისე ეთნიკურად აზერბაიჯანელ პედაგოგებთან, აცნობდა მათ თანამედროვე მეთოდებს, უტარებდა ტრენინგებს პროფესიულ უნარებში, მუშაობდა მათთან გაკვეთილის გეგმებზე, პედაგოგებს  ასწრებდა გაკვეთილზე, ატარებდა საჩვენებელ გაკვეთილებს, ესწრებოდა მათ გაკვეთილებზე, მონაწილეობას იღებდა სასკოლო ცხოვრების ყველა ნაწილში: ესწრებოდა კონფერენციებს, სტემის ფარგლებში ტრენინგებს, 9 ტრენინგი ჩაატარა ბოლნისის  პირველ საჯარო სკოლაში  სხვადასხვა რაიონის პედაგოგთა მონაწილეობით, ანგარიშებს აცნობდა მასწავლებელთა სახლის ტრენენრებს, სამოქალაქო განათლებაში აქვს 4 საგრანტო პროექტი დაფინანსებული,  სკოლაში გაკეთდა ბიბლიოთეკა, დამატებით გადმოეცა 900 ლარამდე ღირებულების სხვადასხვა სახის ქართული წიგნები, საკითხავი ლიტერატურა, ენციკლოპედია და სხვა, გაკეთდა სამოქალაქო განათლების ოთახი,  გადმოეცა სკოლას სპორტული ინვენტარი; ბურთები, ჭადრაკი, ქალბატონი ლამზირა მუშაობს მეხუთე საგრანტო პროექტზე. პროექტი ორგანიზებულია სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მიერ, რომელიც ფინანსდება ამერიკული ორგანიზაციებისგან, პროექტის სახელწოდებაა She's Great! განსაზღვრულია სკოლის საჭიროებები, რომელიც სკოლის დირექტორითან ქალბატონ ინგა მიქელაძესთან, სამოქალაქო განათლების პედაგოგთან  და პროექტის მონაწილე მოსწავლეებთან შეთანხმების შემდეგ გადაეცემა სკოლას. ეს დიდი მონაპოვარი იქნება სკოლისთვის. 

ქალბატონი ლამზირა პანდემიის დროსაც კი არ გაჩერებულა, მრავალ ონლაინ აქტივობებში რთავს მოსწავლეებს, პროექტის ფარგლებში გასვლები ჰქონდათ თბილისში ტექნოპარკში, თავისუფალ უნივერსიტეტში.

სამოქალაქო განათლებამ გამოაცოცხლა მთელი სკოლა. მოსწავლეებს თითქმის ერთწლიან პროექტში მოუწიათ მონაწილეობის მიღება გენდერულ საკითხთან დაკავშირებით. აიმაღლეს ცნობიერება, პარალელებს ავლებენ სხვადსხვა საგანში, მით უმეტეს, რომ თემში ეს პრობლემა დგას.

ისტორია კარგად იციან ბავშვებმა, ასევე სამოქალაქო განათლებაც. ტრენერები აღნიშნავენ, რომ ქალბატონ ლამზირას ხელი საკმაოდ ატყვია მოსწავლეებს. ეს არის ჩემი სკოლის პედაგოგი, რომლითაც ვამაყობ, რომლის  მეშვეობით სკოლა გაიცნო  საქართველომ, მისი აქტივობები სკოლებს შორის ინტეგრაციას ითვალისწინებს. ეს არის პედაგოგი, რომელიც არ დუნდება, ერთი მიღწევა არ აკმაყოფილებს, მეორეზე გადადის, მუშაობს საკუთარ თავზე,უნაყოფოდ  არ იყენებს საგაკვეთილო შუალედებს, ყოველთვის  რაღაცა აქვს გასაკეთებელი, იმაზე ლაპარაკი ზედმეტია, თუ როგორ დაეხმარა სკოლის პედაგოგებს მიეღოთ კრედიტები და გამხდარიყვნენ  უფროსი პედაგოგები.

ქალბატონ ლამზირას აქვს შემოქმედებითი ნიჭი, წერს ლექსებს, გაწევრიანებულია რაიონის შემოქმედებით კლუბში, არის წამყვანი პედაგოგი ისტორიაში და  ბოლოს ერთი სიურპრიზი, რომელიც ზაფხულში მოგვიმზადა, იყო სამოქალაქო განათლების ჩაბარება  უმაღლესი ქულებით. 55 ქულიდან მან აიღო 46,  ინოცავიური განათლების ცენტრმა მისი ნამუშევრები მოითხოვა, რათა იყოს საჩვენებელი სხვებისთვის. ამჟამად, იგი არის წამყვანი სამოქალაქო განათლებაში და ისტორიაში. ასწავლის ყველას, ვისაც მონდომებას და სურვილს შეამჩნევს, კოლექტივში დაფასებულია, პატივს სცემს ყველა, არავისი არაფერი შეშურდება, არასოდეს არაფერი ეზარება, თავს არასოდეს იქებს და გონია რომ ეს ის არ არის, რაც შეუძლია, მინიმალურია და ცდილობს მეტი და მეტი ისწავლოს და ასწავლოს, ხელმძღვანელობს ტერმინით: „თუ ბედავ სწავლებას, არასოდეს შეწყვიტო სწავლა.“

სკოლას როდესაც ასეთი 3-4 პედაგოგი მაინც ეყოლება, აუცილებლად წინ წავა, შეამჩნევენ, დაინახავენ, დააფასებენ, მოსწავლეთა ცოდნას შედეგი ექნება, ცოდნის  სინთეზი  მნიშვნელოვანია, როდესაც ხდება ტრანსფერი, სამოქალაქო განათლება კი ამ მხრივ მოსწავლეებს დიდი სამსახურს უწევს, ეს არის ცხოვრებისეული გაკვეთილები, რომელიც არასოდეს დაგავიწყდება, გასწავლის სიყვარულს, დაფასებას, მიტევებას, დახმარებას, თავაზიანობას, მეგობრობას, სიკეთის გაკეთებას და ასე შემდეგ“,- წერს სავანეთის საჯარო სკოლის დირექტორი ინგა მიქელაძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საათობრივი ანაზღაურება აღარ შეუმცირდება მასწავლებელბს, რომლებსაც  საგნის/საფეხურის კომპეტენცია დადასტურებული არ აქვთ

4 მთავარი რეკომენდაცია პრიორიტეტული სიის შედგენისას - მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის 

გასაჩივრებით ქულა მოემატა 921 ნაშრომს და დააკლდა 7-ს - აბიტურიენტთა საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შედეგები

როდის გამოქვეყნდება ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია და აბიტურიენტების სია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
ინოვაციურ და მომავალზე ორიენტირებულ კლუბს თავად სკოლის დირექტორი - ლიკა სანებლიძე უხელმძღვანელებს
 
როდესაც სკოლის მთავარი ღირებულება მუდმივი განვითარებაა, წარმატება ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ხდება
 
სკოლა „ანაბასისში“ პროფესიონალიზმის მიღმა უდიდესი სიყვარული, ზრუნვა და ადამიანობა დგას
 
სკოლისა და ოჯახის ერთობით იქმნება ჩვენი შვილების საუკეთესო მოგონებები და ნათელი მომავალი
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება