სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში „მოხერხებული არაბის“ იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა
15-11-2021
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში „მოხერხებული არაბის“ იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა. 

აქტივობაში IVგ კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.  მათ თავიანთი პერსონაჟების როლები ხალისითა და მონდომებით მოირგეს. 

იმიტირებული სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ისმოდა მხარეთა კამათი, არგუმენტები და მოსაზრებები. ბოლოს კი გადაწყვეტილება ნაფიცმა მსაჯულებმა, ფარული კენჭისყრის გზით, გამოიტანეს.

მოსწავლეები აღნიშნულ აქტივობაში მასწავლებელ მანანა წულაიას ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.

„მოხერხებული არაბის“ იმიტირებული სასამართლო პროცესი წარმოადგინეს ქართული ენის გაკვეთილზე (კომპლექსური დავალების სამუშაო ეტაპზე ) IVგ კლასის მოსწავლეებმა (მასწავლებელი მანანა წულაია).
ორ ეტაპად გაიმართა სასამართლო პროცესი – იცვლებოდნენ მოსამართლეები, ნაფიცი მსაჯულები, მომჩივანი ხალიფასა და ბრალდებული არაბის ადვოკატები. უშუალოდ იმიტირებული სასამართლო პროცესი ძალიან საინტერესო გამოდგა. მოვისმინეთ მხარეთა კამათი, არგუმენტები და მოსაზრებები. ბოლოს გადაწყვეტილება ნაფიცმა მსაჯულებმა ფარული კენჭისყრით გამოიტანეს – გაიმარჯვა კეთილსინდისიერებამ და სასამართლომ არაბი უდანაშაულოდ სცნო.
მოსწავლეები ხალისით, მონდომებით და მტკიცე თავდაჯერებულობით განასახიერებდნენ თავიანთ პერსონაჟებს. ასეთი სიტუაციური ეპიზოდები ჩვენი ცხოვრების ნაწილია და უდაოა, რომ აღნიშნულმა აქტივობამ გაზარდა მოსწავლეთა მოტივაცია და ხელი შეუწყო სამეტყველო ქცევის ადეკვატური გამოყენების უნარის განვითარებას“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება