სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მესტიის მუნიციპალიტეტის ცხრა საჯარო სკოლამ პროექტში - „სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარება ახალგაზრდებში“ წარმატებას მიაღწია
15-11-2021
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის ბეჩოს, ლატალის, ცხუმარის, ლენჯერის N1, მუჟალის, მესტიის N2, ფარის, ეცერის და უშგულის საჯარო სკოლებმა პროექტში - „სამეწარმე უნარ-ჩვევების განვითარება ახალგაზრდებში“ წარმატებას მიაღწიეს.

პროექტი მულახის საჯარო სკოლის პედაგოგის, სალომე ფურცხვანიძის ხელმძღვანელობით ჩატარდა.

13 ნოემბერს ორგანიზაცია „ზემო სვანეთის  განვითარების ცენტრმა“ (UPPERS SVANETI DEVELOPMENT CENTRE ) ქეა ავსტრიას დაფინანსებით ევროკავშირის პროექტ - „საქართველოს მოწყვლადი სასოფლო რეგიონების ეკონომიკის მხარდაჭერის" ფარგლებში ავსტრიის განვითარების ფონდის და „პი ემ სი ჯგუფის“ მხარდაჭერით, მესტიის მუნიციპალიტეტის, ზემო სვანეთის განვითარების ჯგუფის, „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“, პროფესიული კოლეჯი „თეთნულდის“, პარტნიორობით გამართა პროექტ - „სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარება ახალგაზრდებში“ დასკვნითი ღონისძიება - სასკოლო მინიკომპანიების პროდუქციის გამოფენა.

გამოვლინდა სამი გამარჯვებული სკოლა და მინიკომპანია:

  • l ადგილი - ბეჩოს საჯარო სკოლა პროდუქციით სვანური კევი;
  • II ადგილი - ლატალის საჯარო სკოლა - პროდუქცია სვანური საპონი;
  • III ადგილი - ცხუმარის საჯარო სკოლა - პროდუქცია სვანური მარილი.  
ასევე, გამოვლინდა პარტნიორების ფავორიტი გუნდები:

  • „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ რჩეული - ლენჯერის N1 საჯარო სკოლა;
  • კოლეჯ „თეთნულდის“ რჩეული - ფარის  საჯარო სკოლა;
  • ელენე განაიას და კოტეჯ ,,ვუდენის" რჩეული - ეცერის საჯარო სკოლა.
მუჟალის, უშგულის და მესტიის N2 საჯარო სკოლები - „ზემო სვანეთის განვითარების ცენტრის“, მიერ სიმბოლური ფულადი საჩუქრით დასაჩუქრდნენ.
   
აღსანიშნავია, რომ წარმატებული იდეები 3000 ლარის ოდენობით დაფინანსდება.

პროექტის ფარგლებში 8 თვის განმავლობაში სამეწარმეო უნარ-ჩვევებში გადამზადდა 11 მასწავლებელი და 200-დე მოსწავლე, შეიქმნა 11 სასკოლო სამეწარმეო კლუბი და მინიკომპანია.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:










კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება