სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პედაგოგებს მოსწონთ კომპლექსური დავალებების ფორმატი“- სალხინოს საჯარო სკოლის დირექტორი ნუნუ სილაგავა
10-11-2021
-
+


როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, რას ფიქრობს კომპლექსური დავალებების შესახებ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით etaloni.ge-სთან​ ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის დირექტორი ნუნუ სილაგავა საუბრობს.

- როგორ მიმდინარეობს თქვენ სკოლაში სასწავლო პროცესი ? ამ ეტაპისთვის სწავლების რომელ ფორმაზე ხართ (დასწრებითი, დისტანციური თუ ჰიბრიდული) ? როგორია მოსწავლეთა და მშობელთა განწყობა არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით ?

- ბესიკ ხულორდავას სახელობის სალხინოს საჯარო სკოლაში მიმდინარეობს დასწრებითი სწავლება, რაც დადებითად მოქმედებს როგორც მოსწავლეებზე სკოლის პერსონალზე.

- ხშირად აზრთა სხვადასხვაობაა კომპლექსური დავალებების საკითხზე. თქვენ რამდენად მოგწონთ დავალებების ეს ფორმატი ? მასწავლებლებს ? მშობლების დამოკიდებულება როგორია სწავლების მსგავსი მეთოდის მიმართ ?

- მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა სკოლის პედაგოგებს მოსწონთ კომპლექსური დავალებების ფორმატი. მშობლებსაც დადებითი დამოკიდებულება აქვთ, რადგანაც მიაჩნიათ, რომ მათი შვილები ასე უფრო ხალისით ისწავლიან და შეასრულებენ დავალებებს და რაც მთავარია დაეხმარებათ მიღებული ცოდნის განმტკიცებაში.


- პანდემიიდან გამომდინარე მიმდინარე სასწავლო წელს ძირითადად რა სახის აქტივობა-ღონისძიებებითაა თქვენი სკოლა დატვირთული ?

- კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე ვცდილობთ ჩავატაროთ მხოლოდ  საკლასო ღონისძიებები. ვერიდებით მასობრივ თავშეყრას.

- როგორია თქვენ სკოლაში აცრილ მასწავლებელთა (სასკოლო საზოგადოების) პროცენტულობა და თუ ფლობთ ინფორმაციას მშობლების ვაქცინაციის მაჩვენებლის შესახებ ?     

- სკოლა განათლების სამინისტროს მიერ მომარაგებულია სადეზინფექციო ხსნარებითა და პირბადეებით, სხვა საჭირო ინვენტარითა და მასალებით. ვიცავთ რეგულაციებს, ვიკვლევთ შეძლებისდაგვარად სოფელში დაინფიცირებულთა შესახებ მონაცემებს, კონტაქტებს და ვაწარმოებთ მუშაობას როგორც მოსწავლეებთან ისე მათ მშობლებთან, რაც გვაძლევს იმის საშუალებას რომ მოსწავლეებმა იარონ სკოლაში და არ ჩამორჩნენ პროგრამებს. სკოლის პერსონალის 75 % აცრილია. მოსწავლეთა მშობლების ნაწილში არის მზაობა რომ აიცრან.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სპეციალურ პროგრამაში განაცხადის გაკეთება 30 სექტემბრის ჩათვლით შეგიძლიათ

გამოცდების ეროვნული ცენტრი საცდელ ტესტირებას ატარებს

დაგეგმილია ასობით პედაგოგის და სპეციალისტის გადამზადება - სტრატეგიის დოკუმენტი გამოქვეყნდა

საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების წესში შესული ცვლილებები კანონში აისახა

გამოცდა 3 სექტემბერს NAEC-ში ჩატარდება - ვის ეხება ინფორმაცია და რა უნდა გაითვალისწინონ აპლიკანტებმა  

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლაში ამაყობენ კურსდამთავრებულის მიღწევებით და მას წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება