| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯალაბაშვილების საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.
როგორც სკოლის დირექტორმა, ბადრი ბერიძემ Etaloni.ge-სთან საუბარში აღნიშნა, სკოლა პანდემიიდან გამომდინარე არსებულ გამოწვევებს უმკლავდება და სასწავლო პროცესი შეუფერხებლად, საკლასო ოთახებში მიმდინარეობს.
სკოლა მცირეკონტინგენტიანია და 13 პედაგოგიდან 12 ვაქცინირებულია.
ბადრი ბერიძის თქმით, მოსწავლეებსა და პედაგოგებს არსებული რეგულაციების დაცვა არ უჭირთ და რეკომენდაციებს ზედმიწევნით ასრულებენ.
„ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, დისტანციას ყველა იცავს. სადეზინფექციო საშუალებები, პირბადეები და ყველა საჭირო აღჭურვილობა გვაქვს. ჯერჯერობით, ჩვენს სკოლაში კოვიდის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მოსწავლეებსა და პედაგოგებს არ უჭირთ რეგულაციების დაცვა, შეგუებული არიან ამ ვითარებას. ყველამ იცის თავისი საქმე და ზედმიწევნით ასრულებს. ასე რომ, ამ მხრივ, ჩვენს სკოლაში არანაირი პრობლემა არ ყოფილა. სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს, არანაირი პრობლემა და გართულება არ გვქონია. ჩვენი სკოლის 13 პედაგოგიდან 12 ვაქცინირებულია“,- ამბობს ბადრი ბერიძე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯალაბაშვილების საჯარო სკოლის დირექტორი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს