სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტყიბულის N2 სკოლის მოსწავლე თამარ აბესაძე საინტერესო გამოწვევაში მონაწილეობისთვის ოქროს სერტიფიკატით დაჯილდოვდა
09-11-2021
-
+


ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო კონკურსებსა თუ ღონისძიებებში წარმატებით მონაწილეობენ.

სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ, თამარ აბესაძემ აშშ-ს საელჩოს მიერ გამოცხადებულ საზაფხულო გამოწვევაში მიიღო მონაწილეობა და ამერიკის ელჩის, კელი დეგნანისგან ოქროს სერტიფიკატი და ფასიანი საჩუქრები დაიმსახურა.

გამოწვევა წიგნების კითხვას შეეხებოდა, რომელიც აშშ-ს საელჩოს ინიციატივით ჩატარდა. კონკურსის პირობების თანახმად ნებისმიერი ბავშვი, რომელიც 100 გვერდს მაინც წაიკითხავდა, კელი დეგნანისგან ვერცხლის სერტიფიკატს მიიღებდა, ხოლო ის ვინც 500 გვერდს მაინც წაიკითხავდა ოქროს სერტიფიკატით დაჯილდოვდებოდა.

თამარ აბესაძემ გამოწვევის ფარგლებში საინტერესო წიგნი წაიკითხა და წაკითხულის შესახებ ღრმა მოსაზრებები გადმოსცა:

„წიგნი... ადამიანი მეგობარი თანამგზავრი ცოდნის გაღრმავების, აღზრდისა და განათლების იარაღი, კაცობრიობის მეხსიერება... როგორც გოდერძი ჩოხელი იტყოდა - „დედამიწა არის მზით და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის“. ყოველი კარგი წიგნი თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროს. ყოველი წიგნის კითხვა ახალი თავგადასავალია. კითხვის დროს გვიყალიბდება დამოუკიდებელი საკუთარი აზრი. წიგნის კითხვა მეტად მნიშვნელოვანი და სასიამოვნო პროცესია. უცნობი პერსონაჟებით, ისტორიებით და მოგონებებით... ეს ყველაფერი ემოციებთან და გრძნობებთან ადამიანის პიროვნულ ხასიათთან ასოცირდება. ვფიქრობ, არ არსებობს წიგნი რომელმაც შეიძლება გულგრილი დაგვტოვოს... თითოეული წიგნი რაიმეს გვასწავლის, ბევრ საკითხზე გვაფიქრებს და ამავდროულად ბევრ რამესაც გვასწავლის. მნიშვნელოვანია თინეიჯერები ხშირად კითხულობდნენ წიგნებს. სწორედ ამ ინიციატივით ამერიკის საელჩომ შემოგვთავაზა გამოწვევა კითხვაში, რომელიც ხელს უწყობს წიგნის პოპულარიზაციას და თინეიჯერების დაინტერესებას, წიგნებთან დაახლოებას. ამ გამოწვევამ დიდი ინტერესი გამოიწვია თინეიჯერებში მათ შორის ჩემშიც. გამოწვევაში მონაწილეობის დროს აღმოვაჩინე წიგნი, რომელიც ახლა უკვე ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი წიგნია. „დორიან გრეის პორტრეტი“, რომელიც როგორც ქართულად ასევე ინგლისურად წავიკითხე. წიგნმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამ წიგნის საშუალებით ძალიან საინტერესო პერსონაჟები გავიცანი და სამყაროს მათი თვალით, სხვა კუთხიდან შევხედე. ჩემში განსაკუთრებით აღფრთოვანებას იწვევდა დიალოგები და მონოლოგები, რომელიც რომანშია წარმოდგენილი. მკვეთრადაა გამოკვეთილი ადამიანური გრძნობები და მათი ურთიერთშეჯახება. თვალწინ გვიდგება თუ როგორ შეიძლება ერთმანეთს დაუპირისპირდეს სამყაროს ორი , სრულიად განსხვავებული სახე. და რაც ყველაზე მთვარი და მნიშვნელოვანია ჩვენ ვეცნობით - „დორიან გრეის“. პერსონაჟს რომელიც ერთ დროულად გვაძლევს შესაძლებლობას გავაკრიტიკოთ და მეორე მხრივ ჩავწვდეთ მის სულიერ მდგომარეობას. რომანში ვეცნობით მის ტრაგიკულ ცხოვრებას რომელიც მანამ ჩვეულებრივი, გულუბრყვილო ადამიანი ცხოვრება იყო, მაგრამ ყველაფერი მაშინ იცვლება, როცა მის ცხოვრებაში ახალი ადამიანები შეაბიჯებენ... დორიანი ნარციზმის მსხვერპლი ხდება და მისი ცხოვრება ჰედონიზმად გადაიქცება... რომანში თავს იჩენს მისტიციზმიც თუმცა ეს კიდევ უფრო დიდ ხიბლს სძენს წიგნს, რადგან სწორედ დაუჯერებელი ფაქტი ხდება ჭეშმარიტების უდიდესი გამომსახველი. ეს გამოწვევა დამეხმარა ახალი წიგნის აღმოჩენაში და ცოდნის გაღრმავებაში. გამოწვევამ წარმატება მომიტანა, ამერიკის ელჩისგან კელი დეგნანისგან მივიღე ოქროს სერთიფიკატი. ეს ჩემთვის დიდი სტიმულია შევეჭიდო ახალ გამოწვევებს ცხოვრების სხავადსხვა ეტაპზე. წიგნი საუკეთესო საჩუქარია... და ბოლოს, როგორც რენე დეკარტე ამბობდა -  „იკითხეთ კარგი წიგნები, ეს წარსული დროის საუკეთესო ადამიანებთან საუბარია, თან ისეთი საუბარი, როდესაც ისინი თავიანთ საუკეთესო აზრებს გვიმხელენ“, - აღნიშნავს თამარ აბესაძე.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

სამუშაოს დაწყების გამო სტატუსი 205 მოსწავლეს შეუწყდა - 2025 წელს ჯამში სტატუსი 8614 მოსწავლეს შეუწყდა ან შეუჩერდა - დეტალური ანგარიში

„დაევალოს განათლების სამინისტროს, თანხები საბანკო ანგარიშებზე გადარიცხოს“...

არც ერთ ვერსიას არ აქვს ზუსტი დოკუმენტური მტკიცებულება. თუმცა ყველა ამ ტრადიციას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა სიცილის დღის ჩამოყალიბებაზე. 

ახალი აკრძალვა სკოლის შინაგანაწესში, დირექტორებს შესაძლოა დისციპლინური სახდელი დაეკისროთ - ახალი სასწავლო წლიდან საფრანგეთი გაჯეტებს ზღუდავს

შეიცვლება თუ არა აკადემიური პერსონალი - მინისტრმა დეტალებზე ისაუბრა

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

სკოლები

ღონისძიების დასაწყისში მოსწავლეებმა ინგლისურ და ქართულ ენებზე ისაუბრეს დედობისა და დედის სიყვარულის მნიშვნელობის შესახებ

პროგრამის მთავარი ნაწილი დაეთმო ევროპული ინსტიტუტების გაცნობას

მე-5 კლასელებმა საკითხის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს და პლაკატები შექმნეს

„გვჯერა, რომ მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას“

მოსწავლეებმა იმუშავეს გუნდურად, მოიძიეს საინტერესო ფაქტები

საინტერესო

არც ერთ ვერსიას არ აქვს ზუსტი დოკუმენტური მტკიცებულება. თუმცა ყველა ამ ტრადიციას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა სიცილის დღის ჩამოყალიბებაზე. 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება