სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N103 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ელექტრონულ დაფაზე ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს
09-11-2021
-
+


თბილისის N103 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ელექტრონულ დაფაზე ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს. 

მოსწავლეებმა გამოფენა პადლეტზე მასწავლებელ ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით მოაწყვეს. 

აღნიშნულ პლატფორმაზე მოსწავლეები ჯგუფურად სხვადასხვა თემატიკაზე მუშაობენ და შესაბამისად, მათთვის სასწავლო პროცესი მეტად სახალისო და საინტერესო ხდება.

მოსწავლეები ამ აქტივობაში ძალიან დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.

„სკოლის მესამეკლასელებმა, ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, პადლეტის ელექტრონული დაფის გამოყენებით, ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს. დისტანციური თუ შერეული სწავლების პირობებში ჯგუფური მუშაობის ელემენტების შემოტანა მეტად საინტერესოს და სახალისოს ხდის სწავლების პროცესს. პადლეტის პლატფორმა არის ერთ-ერთი გამორჩეული სივრცე, სადაც მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფურად, სწავლობენ თანამშრომლობას, პასუხებენ შეკითხვებს, იყენებენ  ფოტო-ვიდეო  რესურსებს და სტატიებს. ასევე, აფასებენ ერთმანეთის ნამუშევრებს. პადლეტის  ელექტრონული დაფის მთავარ ღირებულებას კი წარმოადგენს  ის, რომ პედაგოგი, როგორც ჯგუფური სამუშაოს  ფასილიტატორი, პროცესს აკვირდება და თვალნათლივ ხედავს, რას აკეთებენ მოსწავლეები, როგორ მუშაობენ, ხომ არ სცდებიან საკითხს და ა.შ.  
პადლეტის ელექტრონულ დაფაზე მოსწავლეებმა უკვე მოაწყეს აფიშების, დიორამებისა და ვებ პორტალის kargiskola.ge-ის რესურსის - „მოდი, დავწეროთ!“, მიხედვით შესრულებული ნამუშევრების გამოფენა. პერსონაჟის, თვისებისა და პრობლების მიხედვით, მოსწავლეებმა აირჩიეს და დაწერეს  წერილები, მოთხრობები და სტატიები“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ნამუშევრები ბმულზე:
ბმული N1
ბმული N2
ბმული N3

მესამეკლასელებმა ასევე შეასრულეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ძალიან საინტერესო და ინფორმაციული კომპლექსური დავალება, რომლის თემაც ჭკვიანი ძაღლები იყო.

იხილეთ დავალება ბმულზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება