სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გვეამაყებით, ბავშვებო“- ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლიტერატურული კონკურსის ერთ-ერთ ნომინაციაში გაიმარჯვეს
09-11-2021
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბის რეგიონალური ლიტერატურულ კონკურსში დაჯილდოვდნენ.

კონკურსი, რომლის სახელწოდებაც იყო PEN მარათონი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები 40-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. კონკურსანტთა ნამუშევრები ჟიურიმ შეაფასა და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინა. 

გამარჯვებულებს შორის არიან ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები: ნინი გაბუნია, დიმიტრი გაბუნია, გიორგი კუხალეიშვილი და ირაკლი ფიფია. მათ საუკეთესო რეპორტაჟის ნომინაციაში გაიმარჯვეს. 

საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალმა მთავარი პრიზისა და საუკეთესო რეპორტაჟის ნომინანტები ჭკვიანი საათებით დააჯილდოვა.

სკოლა ულოცავს მოსწავლეებს ამ წარმატებას და წინსვლას უსურვებს.

„დიდი მადლობა „ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის“ თითოეულ თანამშრომელს ასეთი სიხარულის მონიჭებისათვის.
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბის - „სარკმელი“, რეგიონალური ლიტერატურული კონკურსი PEN მარათონის დაჯილდოება გაიმართა.
PEN მარათონი 5 ივნისს, ბოტანიკურ ბაღში ჩატარდა, სადაც მონაწილეობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები 40-მდე ახალგაზრდა. მონაწილეებმა თავიანთი აქტიურობით განსაზღვრულ დროში გამოავლინეს მწერლის, პუბლიცისტის, ჟურნალისტის ნიჭი და ასევე, მარათონელის გამძლეობა. კონკურსი კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინა,
მათ შორის ჩხორიის  საჯარო სკოლის მოსწავლეები:
საუკეთესო რეპორტაჟი- ნინი გაბუნია, დიმიტრი გაბუნია, გიორგი კუხალეიშვილი, ირაკლი ფიფია
ლიტერატურული კონკურსის პარტნიორი გახდა საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალი, რომელმაც დააჯილდოვა ‘’PEN მარათონის’’ მთავარი პრიზისა და საუკეთესო რეპორტაჟის ნომინანტები, გამარჯვებულებს ჭკვიანი საათები გადაეცათ. 
გვეამაყებით, ბავშვებო!!!
გილოცავთ ამ წარმატებებს!!!
გვიხარია,რომ პროგრამა "მომავლის თაობის" ფარგლებში განხორციელებული პროექტი "მომავლის ჟურნალისტები" აგრძელებს მდგრადობას ქალბატონ მაია არახამიას ხელმძღვანელობით“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება