სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წალკის N1 საჯარო სკოლაში ლიტერატურული კონკურსი ჩატარდა
03-11-2021
-
+


წალკის N1 საჯარო სკოლაში პროექტის - „გარემოსდაცვითი დღეების აღნიშვნა სკოლაში“ ფარგლებში, ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეს, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთათვის ლიტერატურული კონკურსი ჩატარდა.

კონკურსის - „ჩემი ოთხფეხა მეგობარის“ ფარგლებში მოსწავლეებს მეგობარ ცხოველებზე მცირე თხზულება უნდა დაეწერათ. მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებული სამი მოსწავლე უნდა ყოფილიყო, ჟიურიმ ექვსი მათგანი გამოარჩია და არც კონკურსის სხვა მონაწილეები დაუტოვებია გულდაწყვეტილნი.

„წალკის N1 საჯარო სკოლაში პროექტის - „გარემოსდაცვითი დღეების აღნიშვნა სკოლაში“, ფარგლებში კიდევ ერთი აქტივობა ჩატარდა. ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეს სტარტი აიღო ლიტერატურულმა კონკურსმა - „ჩემი ოთხფეხა მეგობარი“. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს თავის მეგობარ ცხოველებზე პატარა თხზულება უნდა დაეწერათ. ორი კვირის მანძილზე შეგროვილი ყველა ისტორია საინტერესო და სახალისო გამოდგა. კონკურსის პირობებით, 3 გამარჯვებული უნდა გამოგვევლინა, მაგრამ ნაშრომების გასწორებისას ჟიურიმ 6 მათგანი გამოარჩია: მაკა ბერიძე, დაჩი ვანაძე, ელენე კალაიჩევა, ანა კორძაია, მარიამ ნადირაძე და ლიზი ფასანიძე. ყველა მათგანს სკოლის ეკოკლუბის ბრენდირებული ჭიქა და სიგელი გადაეცა. დანარჩენი მონაწილეებიც არ დარჩენილან უსაჩუქროდ, სიგელებთან ერთად ახალ-ახალი ისტორიების ჩასაწერად ბლოკნოტები და კალმები მიიღეს. არ ვიცი, რა ჩაიწერება იმ ბლოკნოტებში, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ცხოველთა მოყვარულების დიდ არმიას კიდევ რამდენიმე ათეული წევრი შეემატა“, - წერია სკოლის დირექტორის, მარინე ბერიანიძის განცხადებაში.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება