სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვიცავთ ყველა რეგულაციას და დასწრებულ რეჟიმში შეუფერხებლად ვსწავლობთ“ - ნინო კიკნაველიძე, აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის დირექტორი
02-11-2021
-
+


მას შემდეგ, რაც 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი საქართველოს სკოლებში დასწრებულ რეჟიმში განახლდა, მათი უმრავლესობა ახერხებს, რომ წერტილოვანი შეზღუდვებით კოვიდსიტუაცია მართოს და სწავლება უწყვეტ რეჟიმში განახორციელოს.

აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო კიკნაველიძე Etaloni.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ 4 ოქტომბრიდან ვირუსის არცერთი შემთხვევა არ ჰქონიათ. სკოლა დასწრებულ რეჟიმში სწავლობდა შარშანაც:

„ჩვენს სკოლაში არც შარშან და არც წელს ონლაინ სწავლება არ გვქონია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მთავრობის გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესი მთლიანად დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა. სკოლაში სულ 24 მოსწავლე გვყავს. დაწყებითი საფეხურის სკოლაა, შესაბამისად მოსწავლეების მცირე რაოდენობიდან გამომდინარე უფრო ადვილია კოვიდსიტუაციის მართვა, ვიცავთ ყველანაირ რეგულაციებს, რეკომენდაციებს და 4 ოქტომბრიდან შეუფერხებლად ვმუშაობთ საკლასო ოთახებში“.

ნინო კიკნაველიძემ Etaloni.ge-ს  ელექტრონულ ჟურნალთან დაკავშირებული გამოცდილებაც გაუზიარა და ასევე აღნიშნა, რომ სკოლის ყველა მასწავლებელს სტატუსი ამაღლებული აქვს.

„ერთი პერიოდი იყო ხარვეზები ელექტრონულ ჟურნალში, შემდეგ ეს გამოსწორდა. მასწავლებლებს არ აქვთ პრობლემა, რადგან შარშანაც ვაწარმოებდით ელექტრონულ ჟურნალს, ეს შეიძლება უფრო სისტემის ტექნიკური ხარვეზი იყოს ხოლმე. ჩვენი სკოლის ყველა მასწვლებელი სტატუსიანია, ერთი წამყვანი მასწავლებელიც გვყავს. ვფიქრობ, რომ გამოცდები აუცილებელია, ისე არ შეიძლება, მაგრამ ამდენი დავალებების, ტრენინგების, ონლაინ სწავლების  გამო მოსწავლისთვის ნაკლები დრო რჩებათ მასწავლებლებს“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

დაკავებულია ორი პირი - ცხენის ხორცს მარნეულისა და ქარელის ბაღებში ბავშვებს აჭმევდნენ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
„ჩვენს მონაწილეებს ვუსურვებთ წარმატებას, თავდაჯერებულობას და შთამბეჭდავ შედეგებს“
 
„2025-2026 სასწავლო წელი ძალიან აქტიური, პროდუქტიული და მრავლისმომცველი იყო ჩვენი სასკოლო საზოგადოებისთვის“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება