სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შემოქმედის საჯარო სკოლის კლუბმა -„წიგნი ჩემი სახლია“ მუშაობა საინტერესო თემით განაახლა
02-11-2021
-
+


აკაკი სურგულაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლაში დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობის“ შესახებ ისაუბრეს. 

სკოლაში განახლდა კლუბი -„წიგნი ჩემი სახლია“. პირველი პრეზენტაცია კი მეათეკლასის მოსწავლე ნიკა საბაშვილმა სწორედ „ჯინსების თაობას“ მიუძღვნა.

მოსწავლეებმა ისაუბრეს „თვითმფრინავის ბიჭებისა“ და ზოგადად, იმ მოვლენის შესახებ, რომელიც დღემდე კამათის საგნად რჩება.

„სკოლაში განახლდა კლუბის - „წიგნი ჩემი სახლია“, მუშაობა. პირველი პრეზენტაცია მიეძღვნა დათო ტურაშვილის კინორომანს „ჯინსების თაობა“, რომელიც წარმოადგინა მეათეკლასის მოსწავლე ნიკა საბაშვილმა.

„თვითმფრინავის ბიჭების საქმე“ თანამედროვე პოსტსაბჭოთა საქართველოში ჯერ კიდევ აქტუალურია. დღემდე კამათობენ, სინამდვილეში ვინ იყვნენ ეს ახალგაზრდები - ჩვეულებრივი ტერორისტები თუ გმირები, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ.

დათო ტურაშვილის რომანის სათაური „ჯინსების თაობა“ შეიძლება განვიხილოთ ქართული სოციალური „ორიენტალიზმის“ კლასიკურ ნიმუშად, რომელიც ზუსტად გამოხატავს აღმატებულობის თვალში საცემ ნიშანს.
პრეზენტაცია საინტერესოდ წარიმართა. იყო დისკუსია, მსჯელობა, აზრების გაზიარება“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება