სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბლაციხის საჯარო სკოლას საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადაეცა 
02-11-2021
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლამ საინიციატივო ჯგუფს „ქალები-ქალებისათვის“ ხელმძღვანელ ირინა ბაქრაძეს უმასპინძლა.

ირინა ბაქრაძემ სკოლის მოსწავლეებს სიურპრიზი გაუკეთა. მან სპორტის მასწავლებელს საჩუქრად ბურთები, ფარები და ბადე გადასცა. 

სკოლა ამ საჩუქრებისათვის მას და მის გუნდს მადლობას უხდის.

„31 ოქტომბერს, სკოლამ უმასპინძლა საინიციატივო ჯგუფს ქალები-ქალებისათვის, რომლის ხელმძღვანელი გახლავთ ქალბატონი ირინა ბაქრაძე. შეიძლება ითქვას, ახალგაზრდა, ლამაზ, წარმატებულ გოგონას „მიწის ყივილმა“ გადააწყვეტინა პირველი დაანონსებული შეხვედრა სწორედ თავის სოფელში დაბლაციხეში (საყვავისტყე) გაემართა. შეხვედრის მიზანი ადგილობრივი ქალბატონების გაცნობა და მათი ინტერესების გათვალისწინება იყო. ასევე, სოფელში ახალგაზრდების მიზიდვა და დაინტერესება. ამ მიზნით მარიამ გიორგაძემ წამოაყენა ერთ-ერთი საკითხი, რომლის იდეა ნათლად და პერსპექტიულად გააცნო დამსწრე საზოგადოებას. რომელიც მოწონებული იქნა და იმავ წუთიდან დაიწყო პროექტზე „სკვერი ნაძვნარში“ მუშაობა, რომელიც დასასვენებელი, ამავდროს, სალოცავი და წმინდა ადგილია.
შეხვედრის დასასრულს ქალბატონმა ირინამ დაბლაციხის საჯარო სკოლის ბავშვებს მეტად სასიხარულო სიურპრიზი გაუკეთა და სპორტის მასწავლებელს, ბატონ თემურ ბერაძეს საჩუქრად გადასცა ბურთები, ფარები, ბადე, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით
ქალბატონ ირინას და მის გუნდს“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება