სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N174 საჯარო სკოლა გეოგრაფიის მასწავლებლის ჯულიეტა ტრაპაიძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
01-11-2021
-
+


თბილისის N174 საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გეოგრაფიის მასწავლებლის ჯულიეტა ტრაპაიძის გარდაცვალების გამო და მას გამოსათხოვარი წერილით ემშვიდობება.

„N174 საჯარო სკოლაში წლების მანძილზე მომავალ თაობებს ზრდიდა გეოგრაფიის მასწავლებელი ჯულიეტა ტრაპაიძე, რომელიც ყველას მეგობარი იყო, ყველას უყვარდა და ყველა დიდ პატივს სცემდა.

ეს ყველაფერი თავისი ჭკუით, დიდი გულით და ადამიანის იშვიათი სიყვარულით შეძლო. ამბობენ, როცა ადამიანი რამეში ვარგა, ის ყველა საქმეში ივარგებსო. ქალბატონ ჯულიეტას რომ ვუყურებდით, ვრწმუნდებოდით ამ აზრის სისწორეში.

მასწავლებელი იყო და - საუკეთესო; მეუღლე იყო და - შესანიშნავი; დედა იყო და - ბრწყინვალე; მეგობარი იყო და - დიდებული.

ნაკლს ვერ უპოვიდი, მისკენ მიუხაროდა ყველას, რადგან იცოდნენ, რომ მისგან ბრძნულ რჩევა-დარიგებას მოისმენდნენ და ადამიანურ სითბოს გაინაწილებდნენ. ყველა ამაყობდა მისი მეგობრობით. მასთან ურთიერთობა არ შეწყვეტილა მისი პენსიაზე გასვლის შემდეგაც.

ვფიქრობდით, ღვაწლმოსილი პედაგოგი დაისვენებდა და თავისი მონაგარით დატკბებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი იმედი არ გამართლდა. ქალბატონ ჯულიეტას ბედმა უმტყუნა მოულოდნელად კოვიდი დაემართა და ვერ გაუმკლავდა. სიკვდილმა სიცოცხლე დაამარცხა, თუმცა დროებით, სიცოცხლე ხომ არ კვდება. ის დღესაც გრძელდება, დიახ გრძლდება . . . გრძელდება იმ ნათელ ხსოვნაში, ქალბატონმა ჯულიეტან ჩვენთან რომ დატოვა“, - აღნიშნულია N174 სკოლის კოლექტივის გამოსათხოვარ წერილში.
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება