სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლას საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა  წიგნები გადასცა
01-11-2021
-
+


ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლას საქველმოქმედო ორგანიზაცია „გვირილას“ ხელმძღვანელი ვიკა ნაკაშიძე ეწვია და საოჯახო ბიბლიოთეკის წიგნები საჩუქრად გადასცა.

აღსანიშნავია, რომ „გვირილა“ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეხმარება. ამ ორგანიზაციის მიერ გამართულ ღონისძიებებში ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.

„ქუთაისელებისათვის ცნობილია საქველმოქმედო ორგანიზაცია „გვირილა“, რომელსაც ბატონი ვიკა ნაკაშიძე ხელმძღვანელობს. „გვირილა“ ეხმარება სოციალურად დაუცველ ოჯახებს, მოსწავლეებს, გასულ წელს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმაც სიამოვნებით მიიღეს მონაწილეობა მის პროექტებში და მათი თანატოლების გულები გაახარეს. რამდენიმე დღის წინ „გვირილას“ ხელმძღვანელი სკოლას ეწვია და თავისი საოჯახო ბიბლიოთეკის წიგნები საჩუქრად გადასცა ჩვენს მოსწავლეებს, მადლობა მას ამისათვის. სიკეთე გადამდებია, იმედია, კვლავაც გავაგრძელებთ თანამშრომლობას“,- წერს სკოლა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება