სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„შემოდგომის ზეიმი“ ერკეთის საჯარო სკოლაში
01-11-2021
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში ღონისძება -  „ნახვამდის, შემოდგომა“ გაიმართა.

„მზის ფერებს გვერს ვერ აუვლი
ვერც სოფლად და ვერც ქალაქად,
დგას შრომის დღესასწაული,
დგას შემოდგომის ბარაქა"

ასე დაიწყეს „შემოდგომის ზეიმი“  ერკეთის საჯარო სკოლის უმცროსკლასელებმა ლხინით, ცეკვით, სიმღერით, ლექსებით გაალამაზეს  სოფლის "მაძღარი" შემოდგომა.  

ყვითელ ფოთლებით მოფენილ ბაღში ისხდნენ სადღესასწაულოდ მორთული პატარები. ტაბლაზე ეწყო ხილი, ყურძენი, ბოსტნეული,  მხართეძოზე წამოწოლილიყო 

„უშველებელი ხაპი“, მიწაში ჩაფლული ჭური ღვინით გალიცლიცებულიყო, აქვე იდო „კოპე“, საპატიო ადგილზე თავს იწონებდა გიდელი, გოდორი და კალათა. ვალმოხდილი, აპრიალებული ცელი თვალს აცეცებდა და მეგობრებს - თოხს და ბარს ეძებდა. პატარებმა ნაჯახით შეშინებული ხაზარულათი და გაბზარული ქვევრიდან დაღვრილი  ღვინით  ნოდარ დუმბაძე უკვდაყვეს.

ჩვენს თვალწინ დაამზადეს გურული ჯანჯუხა  ყველა ტექნოლოგიის დაცვით- ჯერ ძაფზე ააცვეს საგანგებო ნემსით თხილი და ნიგოზი, მერე შუაცეცხლზე, სამფეხზე თენჯერი შემოდგეს ტკბილი ჩაასხეს, გამერდინებული  მჭადის ფქვილი  ჩაყარეს და ფელამუში მოადუღეს. თხილი და ნიგოზი ამოავლეს (ლაფერეც არ დავიწყებიათ) და ჯანჯუხაც გასაშრობად მზად იყო.

შემოდგომის ზეიმმა ყველა ბავშვი გაახარა, გაიხსენეს უფროსებისგან  გაგონილი ნივთების გურული სახელები, ბარაქა გაინაწილეს და დააგემოვნეს.

ღონისძიება ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდა.

ჩვენ გაისადაც  დაველოდებით გურულ შემოდგომას, ოღონდ რეგულაციების  საჭიროების გარეშე. 
ნახვამდის, შემოდგომა!

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება