სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები მსოფლიო დაზოგვის დღესთან დაკავშირებული კონკურსის ფინალში გავიდნენ
01-11-2021
-
+


საქართველოში მსოფლიო დაზოგვის დღე წელს უკვე მეათედ აღინიშნება.  ამ დღის აღსანიშნავად საქართველოს ეროვნული ბანკისა და მის მიერ დაარსებული საგანმანათლებლო პლატფორმის, ფინედუს მიერ ტარდება ღონისძიება - კონკურსი სახელწოდებით „ჩაერთე, ასწავლე, გაიმარჯვე!“ 

ნამუშევრების შეფასებების შეჯერებას კონკურსის ჟიური თითქმის მთელი დღის განმავლობაში ახორციელებდა და, საბოლოოდ, ერთობლივი გადაწყვეტილებით, 10 ფინალისტი გუნდიც გამოვლინდა. ფინალისტებს შორის   მენტორი ნინო კახნიაშვილი და მისი გუნდი "ნორჩი დემოკრატები" მოხვდა. გუნდის წევრები ზესტაფონის N7 საჯარო სკოლისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლების მოსწავლეები: ნათია სინაურიძე - 15 წლის, გიორგი ქაშიბაძე -15 წლის,
ლინა ჯავახაძე - 13 წლის, მათე ქარსელაძე - 12 წლის და სანდრო კახნიაშვილი - 12 წლის არიან.

კონკურსში თავდაპირველად 127 მენტორი დარეგისტრირდა, სპეციალური ვებინარი 91-მა მენტორმა გაიარა, ხოლო ნახევარფინალში მონაწილეობა უკვე 75-მა მენტორმა მიიღო.

მენტორებმა ფინალში გადასასვლელად გამოგზავნეს ნამუშევრები, რომლებიც მოსწავლე-ახალგაზრდობის მიერ დაზოგვასთან დაკავშირებით იდენტიფიცირებულ პრობლემებს და მათს გადასაჭრელად შემოთავაზებულ იდეებს აღწერდა .

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება