სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისში“ დაწყებითი კლასის კათედრამ იაკობ გოგებაშვილის კვირეული ტრადიციულად  მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნა
01-11-2021
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით საიუბილეო კვირეული გაიმართა. 

სკოლის დაწყებითი კლასების კათედრამ პროექტი -„პატარა ქვეყნის დიდი ბრძენკაცი“, განახორციელა. პროექტის მიმდინარეობაში აქტიურად ჩაერთო დაწყებითი საფეხურის ყველა კლასი. 

დაიგეგმა და განხორციელდა მრავალფეროვანი აქტივობები, როგორიცაა ანბანის შემობრძანების აღნიშნვა, კალიგრაფიული პროექტი, მუსიკალური ნომერები, სპექტაკლის დადგმა და კედლის გაზეთის გამოშვება. 

აღნიშნულ ღონისძიებებში დამრიგებელთა ხელმძღვანელობით, დაწყებითი კლასის მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.

„ისეთი მოკავშირის წყალობით, როგორიცაა სიმართლე, ერთხელაც არ დავმარცხებულვარ“ - თქვენი ერთგული იაკობ გოგებაშვილი.
181-ე საიუბილეო კვირეულის აღსანიშნავად, თავაძე და კომპანია სკოლა „ანაბასისის“ დაწყებითის კათედრამ ტრადიციულად განახორციელა პროექტი სახელწოდებით - „პატარა ქვეყნის დიდი ბრძენკაცი“.
პროექტის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა მრავალფეროვანი აქტივობები:
I კლასში (პედაგოგი თამარ ვეფხვაძე) იზეიმეს ანბანის შემობრძანება. 
I კლასში  (პედაგოგი ეკატერინე ჯიმშიაშვილი) იზეიმეს ანბანის შემობრძანება და შემოდგომის მოტივებზე შექმნეს პირველი წინადადების - „აი ია“ აპლიკაცია.
II კლასში, (პედაგოგი ლოლიტა ნებიერიძე) პროექტის ფარგლებში - „იაკობმა მისცა ფრთები ქართველს ცაში ასაფრენად“ - შეაჯამეს იაკობ გოგებაშვილის ნასწავლი მოთხრობები, შექმნეს დიორამები, კალიგრაფიული აქტივობა სათაურით - „ლამაზად წერა ხელოვნებაა“- დაწერეს იაკობის მოთხრობები და შექმნეს ხელთნაკეთი წიგნები, დახატეს იაკობის მოთხრობებიდან პერსონაჟები და სიუჟეტური სურათები. იაკობის შემოქმედებიდან შემოდგომის თემა დაუკავშირეს მის ნაწარმოებებს სახელწოდებით „შემოდგომა და იაკობი“. ღონისძიება გაფორმებული იყო მუსიკალური ნომრებით.
II კლასში (პედაგოგები: სალომე კაკაურიძე, ეკატერინე ჯიმშიაშვილი, ხათუნა წითელაშვილი) პროექტის ფარგლებში - „ხე ნაყოფით იცნობა“, ქართულ-ინგლისურ ენაზე მოსწავლეებმა  წარმოადგინეს ინფორმაცია გოგებაშვილის ბიოგრაფიისა და შემოქმედების შესახებ. განახორციელეს აქტივობა - „ ვწერთ სუფთად და ლამაზად“. შემოდგომის მოტივებზე შექმნეს აპლიკაციები, პერსონაჟების ნახატები. მოსწავლეებმა დაამზადეს ინგლისურენოვანი კედლის გაზეთი და ინგლისურად გაითამაშეს „თხა და გიგო“. 
III კლასმა (პედაგოგი  ლანა ჩუბინიძე) - „იაკობი და ჩვენ“, სახელწოდებით ჩაატარა ღონისძიება, რომლის მიზანი იყო არ დავივიწყოთ დიდი მამულიშვილის ღვაწლი, თავდადება, ერთგულება და სიყვარული მშობლიური ენისა. მოსწავლეებმა პატივი მიაგეს ბრძენკაცს- იაკობს. მას მიუძღვნეს კალიგრაფიული ნამუშევარები, წაიკითხეს ლექსები, შექმნეს „დედაენის“ ხელთნაკეთი წიგნები. ელექტრონული რესურსით გაეცნენ მის ბიოგრაფიას.
III კლასი (პედაგოგი შორენა მუმლაძე) წარსდგა აქტივობით „იაკობი და შემოდგომა“. 
IV კლასში (პედაგოგი თეა გურაბანიძე) მოსწავლეებმა შექმნეს დიორამა და წაიკითხეს ისტორიული მოთხრობები.
IV კლასში (პედაგოგი თამარ კობახიძე) თემით - „ბრძენკაცის დარიგება“, მოსწავლეები გაეცნენ იაკობის ბიოგრაფიას, მისი შემოქმედებიდან წაიკითხეს ლექსები და მოთხრობები. ყურადღება გაამახვილეს იაკობის შემოქმედებიდან შემოდგომის თემაზე. ბავშვებმა - „ვწერთ ლამაზად და სუფთად“, წარადგინეს ხელთნაწერი მოთხრობები.
პროექტის ფარგლებში შექმნილმა მრავალფეროვანმა და საინტერესო რესურსებმა სასკოლო სივრცე გააფერადეს“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
„ჩვენს მონაწილეებს ვუსურვებთ წარმატებას, თავდაჯერებულობას და შთამბეჭდავ შედეგებს“
 
„2025-2026 სასწავლო წელი ძალიან აქტიური, პროდუქტიული და მრავლისმომცველი იყო ჩვენი სასკოლო საზოგადოებისთვის“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება