სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N71 საჯარო სკოლა ურბანული ბიომრავალფეროვნების შესახებ მიმდინარე პროექტში მონაწილეობს
01-11-2021
-
+


თბილისის N71 საჯარო სკოლა ურბანული ბიომრავალფეროვნებისთვის გამართულ პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეირჩა. 

აღნიშნულ პროექტში მონაწილეობისათვის თბილისის მასშტაბით სულ 5 სკოლა შეირჩა, მათ შორის კი ერთ-ერთი N71 სკოლაა.

პროექტი უკვე დაწყებულია და მასში N71 სკოლის VIII-IX-X კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ნატო ინდუაშვილის ხელმძღვანელობით, აქტიურად მონაწილეობენ. 

პროექტის მიზანია, მოსწავლეებმა ურბანული მრავალფეროვნების შესახებ მეტი ინფორმაცია გაიგონ.

„ჩვენი,71-ე საჯარო სკოლა, თბილისში კონკურსის წესით შერჩეულ, ხუთ სკოლას შორისაა პროექტში „ურბანული ბიომრავალფეროვნებისათვის მეგობრული სკვერების შექმნა სკოლის ეზოებში“, ჩართვისთვის! 
არასამთავრობო ორგანიზაცია „ბუნების კონსერვაცია საქართველოს“ პროექტის - „ურბანული ბიომრავალფეროვნებისათვის მეგობრული სკვერების მოდელის შექმნა“, პირველი ეტაპი დაიწყო.
შესარჩევი კონკურსის წარმატებით გავლის შემდეგ, პროექტში აქტიურად ჩაერთვნენ ჩვენი, 71-ე საჯარო სკოლის VIII-IX-X კლასის მოსწავლეები, ბიოლოგიის მასწავლებლის, ნატო ინდუაშვილის ხელმძღვანელობით.
პროექტის ამ ნაწილში შერჩეული სკოლის მოსწავლეებმა მოისმინეს სალექციო კურსი. აღნიშნული კურსი დაეხმარებათ უკეთ გაიგონ ურბანული ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობა და გაიაზრონ, ეკომეგობრული სკვერების არსებობის აუცილებლობა ურბანულ გარემოში.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამა (GEF SGP), რომელსაც საქართველოში ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP). პროექტი ხორციელდება „ბუნების კონსერვაცია საქართველოს მიერ“.
მადლობა თითოეულ მოსწავლესა და მასწავლებელ ნატო ინდუაშვილს, პროექტში აქტიური მონაწილეობისთვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება