სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N26 საჯარო სკოლაში მწერალ თეონა დოლენჯაშვილს უმასპინძლეს
01-11-2021
-
+


თბილისის N26 საჯარო სკოლაში ახალგაზრდა მწერალ თეონა დოლენჯაშვილს უმასპინძლეს. 

იგი სკოლას საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით ეწვია. 

ვიზიტის მიზანი მოსწავლეთა შორის წიგნისა და თანამედროვე ქართული ლიტერატურის ავტორების პოპულარიზაციაა.

მწერალმა თეონა დოლენჯაშვილმა მოსწავლეებს თავისი მოთხრობა წაუკითხა და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცა. 

„სკოლას ეწვია თანამედროვე მწერლობის ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა მწერალი თეონა დოლენჯაშვილი. ვიზიტი განხორციელდა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“, ფარგლებში, თბილისის მერიის მხარდაჭერით და მიზნად ისახავდა წიგნისა და თანამედროვე ქართული ლიტერატურის ავტორების პოპულარიზაციას მოსწავლეთა შორის.
ქალბატონმა თეონამ მოსწავლეებს გააცნო საკუთარი შემოქმედება, ესაუბრა ლიტერატურის დანიშნულებასა და როლზე თანამედროვე, დემოკრატიული ღირებულებების მქონე აქტიური მოქალაქეების ჩამოყალიბების საქმეში, წაუკითხა თავისი მოთხრობა „ფიდაი“.
შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა. მოსწავლეებმა მწერლისგან მოისმინეს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები. ქალბატონმა თეონამ მოსწავლეებს საჩუქრად გადასცა წიგნები მისივე ავტორობით“,- წერს სკოლა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება