სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვმასპინძლობთ ანბანს“ - თბილისის N208 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა სახალისო აქტივობებით დაიწყეს
01-11-2021
-
+


თბილისის N208 საჯარო სკოლის Iგ კლასში ანბანის შესახებ საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა. 

მისი თემა იყო -„ვმასპინძლობთ ანბანს“. გაკვეთილის მიმდინარეობისას მოკლედ მიმოიხილეს ანბანის დაარსების ისტორია და მოსწავლეებმა შეისწავლეს „ი“ და „ა“ ასო-ბგერები. ასევე, ისაუბრეს იაკობ გოებაშვილისა და მისი დამსახურებების შესახებ. 

გაკვეთილი სახალისო აქტივობებით იყო დატვირთული და მასში მოსწავლეები ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. 

სკოლის დირექცია მადლობას უხდის კლასის დამრიგებელსა და მის მოსწავლეებს. 

„208-ე საჯარო სკოლის Iგ კლასში ჩატარებული გაკვეთილი, თემაზე: „ვმასპინძლობთ ანბანს“
გაკვეთილის მიზანი იყო, მოსწავლეებს გაეცნოთ ქართული ანბანი; მოკლედ მიმოეხილათ ანბანის დაარსების ისტორია და შეესწავლათ პირველი ასო-ბგერები „ა“ და „ი“.
გაკვეთილის ინფორმაციულ ნაწილში მოსწავლეები ეზიარნენ მშობლიურ ანბანსა და ქართველი მოღვაწისა და მასწავლებლის, იაკობ გოგებაშვილის დიდ ღვაწლს.
საგაკვეთილო პროცესი დატვირთული იყო სახალისო აქტივობებით.
პირველი აქტივობით მასწავლებელმა მოახდინა პირველკლასელების მოტივაციის ამაღლება: გამოცანის დახმარებით მოსწავლეებმა გამოიცნეს პირველი ასო-ბგერებით შედგენილი ყვავილი - ია.
ამის შემდეგ მოსწავლეების გააქტიურება მასწავლებელმა მოახდინა ამ ყვავილის ირგვლივ კითხვების დასმით.
შემდეგ დაკვირვების შედეგად სხვა ყვავილებს შორის ადვილად ამოიცნეს ია.
დირექცია მადლობას უხდის ნონა მასწავლებელს და მოსწავლეებს“,- წერს სკოლა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება