სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეებთან ფსიქოლოგმა ბულინგის თემაზე ტრენინგ-შეხვედრა გამართა
29-10-2021
-
+


ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალში ფსიქოლოგმა მანანა დევაძემ მეშვიდე-მერვეკლასის მოსწავლეებთან ტრენინგ-შეხვედრა გამართა.

შეხვედრის თემა ბულინგი, მისი პრევენცია და აღმოფხვრის გზები იყო. 

აღნიშნულ ტრენინგში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ. ისაუბრეს ბულინგსა და მის მიზეზებზე. შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებს აჩვენეს ვიდეო, რომელშიც ბულინგის სახეები უნდა ამოეცნოთ.

„სკოლა „პროგრესის“ ფსიქოლოგმა, მანანა დევაძემ ჩაატარა ტრენინგ შეხვედრა მე-7-8 კლასის მოსწავლეებთან, თემაზე - „ბულინგი, პრევენცია, ინტერვენცია“.
ტრენინგის ფარგლებში ისაუბრეს ბულინგის სახეებზე, გამოხატვის ფორმებზე, მის გამომწვევ მიზეზებსა და აღმოფხვრის ხერხებზე. ტრენინგი დატვირთული იყო თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკული ნაწილით, მოსწავლეებმა უყურეს ბულინგის შინაარსის გამომხატველ ვიდეოს, რომელიც შემდგომ განიხილეს, ამოიცნეს ბულინგის სახეები, რომელიც ვიდეოში იყო ნაჩვენები და შეიმუშავეს პრევენციის გეგმები, ასევე შექმნეს სლოგანები ბულინგის წინააღმდეგ, შინაარსით „არა ბულინგს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება