სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის V კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში კომპლექსური დავალების შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა
29-10-2021
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის Vბ კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში კომპლექსური დავალების შემაჯაებელი გაკვეთილი ჩატარდა.

მოსწავლეებმა არჩილ სულაკაურის მოთხრობაში - „ბიჭი და ძაღლი“, აღწერილი ამბის წინაისტორია წარმოადგინეს, რომელსაც ერქვა - „მურა ნაგაზის თავგადასავალი ბიჭთან შეხვედრამდე“.

შემაჯამებელ გაკვეთილის სკოლის დირექტორი და „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, ქართული ენისა და ლიტერატურის ექსპერტი ესწრებოდნენ.

„ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის Vბ კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე (მასწავლებელი დ.ხაჩიძე, დამრიგებელი თ.გრიგოლია) ჩატარდა კომპლექსური დავალების შემაჯაებელი გაკვეთილი, რომელსაც ესწრებოდნენ: ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში ქართული ენისა და ლიტერატურის ექსპერტი ბ. დურგლიშვილი, სკოლის დირექტორი ფ. ფანჩულიძე, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრები.
მოსწავლეებმა წარმოადვინეს არჩილ სულაკაურის მოთხრობაში „ბიჭი და ძაღლი“ გადმოცემული ამბის წინა ვითარების ამსახველი ეპიზოდი, „მურა ნაგაზის თავგადასავალი ბიჭთან შეხვედრამდე“.
ნამუშევრები იყო მრავალფეროვანი, ჩანდა მოსწავლეთა შემოქმედებითი და ფანტაზიის უნარები, მათ შეძლეს ტექსტში არსებულ მინიშნებებზე დაყრდნობით შეექმნათ საინტერესო ეპიზოდები.
კლასში არსებული თვალსაჩინოებები: სიტყვების გამომძიებელი, გეგმები თავების მიხედვით, თხრობის ჩარჩო, პერსონაჟის რუკა, ტექსტის შესაბამისი ნახატები კარგად წარმოაჩენდა ეპიზოდის შექმნამდე განხორციელებულ აქტივობათა მრავალფეროვნებას.
მოსწავლეთა პრეზენტაციები იყო ძალიან საინტერესო და შინაარსიანი“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება