სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ღვანკითის საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულს, თინათინ ქარქაშაძეს ოქროს მედალი გადაეცა
29-10-2021
-
+


გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლის 2018-2019 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულს, თინათინ ქარქაშაძეს დამსახურებული ოქროს მედალი გადაეცა.

სკოლის დირექცია ულოცავს კურსდამთავრებულს ოქროს მედლის მიღებას და მისალოც წერილს ავრცელებს:

„2018-2019 სასწავლო წელს ღვანკითის საჯარო სკოლის თორმეტი კლასი წარმატებით დაამთავრა თინათინ ქარქაშაძემ. უნიჭიერესი, მუდამ საქმიანი, მოფუსფუსე, ახალ-ახალი იდეებით დახუნძლული, დაუღალავი  - აი ასე იყო თორმეტი წლის მანძილზე. მას დაუფასდა ეს ყველაფერი. დღეს, მართალია დაგვიანებით, მაგრამ მაინც მოხდა მისი დაჯილდოება ოქროს მედლით. თიკოსთან ერთად ოქროს მედლები გადაეცათ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სხვა სკოლების მოსწავლეებსაც. ვულოცავთ თიკოს ამ ჯილდოს და მომავალ წარმატებებს ვუსურვებთ“, - წერია სკოლის დირექციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება