სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წალენჯიხის N2 სკოლის მასწავლებელი ნინო კალანდია მედიაწიგნიერების შესახებ ორდღიან კონფერენციაში მონაწილეობდა
29-10-2021
-
+


25-26 ოქტომბერს  მედიაწიგნიერების შესახებ ორდღიანი კონფერენცია ჩატარდა. კონფერენცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული და მედიაწიგნიერების კვირეულის პირველ და მეორე დღეს მოიცავდა. 
 
კონფერენციაში მონაწილეობა  წალენჯიხის N2 სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა ნინო კალანდიამ მიიღო, რომელმაც კონფერენციის მონაწილეებს  Etwinning-ის პორტალზე განხორციელებული პროექტის  „ Digitally Fake” შესახებ საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარა.

კონფერენცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად გახსნა.  მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, ევროპის საბჭოს, გაეროს ბავშვთა ფონდის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, ბრიტანეთის საბჭოს და კომუნიკაციის კომისიის წარმომადგენლებმა. 

პლენარული სესიები მიეძღვნა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ციფრული მოქალაქეობის გაძლიერება, კრიტიკული აზროვნების სწავლება, უნარების ინოვაცია და სხვა.

კონფერენციის მეორე დღე დაეთმო სპეციალურ სესიებს სასკოლო საზოგადოებას, მოსწავლეებსა და მშობლებს. 

 მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული 2021 წელს გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის ფარგლებში ტარდება და ის ონლაინფორმატში 29 ოქტომბრამდე გასტანს. 

კვირეულის მიზანია, გაეროს წევრ ქვეყნებში მედიაწიგნიერების საჭიროებებისა და როლის შესახებ  ცნობიერება გაიზარდოს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება