სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბარათაულის საჯარო სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა წარმატებით ინერგება
29-10-2021
-
+


ამირან მამალაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარათაულის საჯარო სკოლაში ქიმიის პედაგოგმა ფატმან ყიფიანმა ვალენტობის შესახებ საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა. 

გაკვეთილი „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ჩატარდა. მასში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. 

გაკვეთილის მომზადებასა და მსვლელობის ფასილიტატორი იყო საგნობრივი ექსპერტი - ინგა ლომაძე, რომლის უკუკავშირი და რეკომენდაციები, გათვალისწინებული იქნება შემდგომ საქმიანობაში. 

„ამირან მამალაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარათაულის საჯარო სკოლა გასული სასწავლო წლიდან ჩაერთო „ახალი სკოლის მოდელში“. სკოლაში წარმატებით მიმდინარეობს მე-3 თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესი. რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთი სიახლე კომპლექსური დავალებების შესრულებაა, რაც მოსწავლის სხვადასხვა უნარების გაძლიერებას უწყობს ხელს. სკოლის პედაგოგებმა დროულად შეარჩიეს შესასწავლი თემები, საკითხები, კომპლექსური დავალებები და შესაბამისი რესურსები. მათზე დაყრდნობით შედგა სასკოლო კურიკულუმი, იგი აისახა სასკოლო სასწავლო გეგმაში, რომელიც მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში დაამტკიცა სკოლის პედაგოგიური საბჭოს სხდომამ. ამჟამად, მიმდინარეობს მათი საგაკვეთილო პროცესში გადატანა-რეალიზაცია.
სკოლის პედაგოგმა, ფატმან ყიფიანმა ჩაატარა ქიმიის გაკვეთილი, რომელიც დაეთმო კლასში დაგეგმილი კომპლექსური დავალების ერთ-ერთ მონაკვეთს. გაკვეთილის თემა იყო „ვალენტობა“. მოსწავლეები გაეცნენ ვალენტობის ცნებას, შეძლეს ვალენტობის ასახვა მოლეკულათა სტრუქტურული ფორმულის სახით, ვალენტობის მიხედვით შეძლეს მარტივი ფორმულის შედგენა, საამისოდ ადეკვატურად გამოიყენეს ქიმიური ელემენტების სიმბოლოები, გააანალიზეს მუდმივ და ცვალებადვალენტოვანი ელემენტების თვისებები, გააკეთეს დასკვნები, რომელიც შეადარეს გამოთქმულ ვარაუდებს. ყოველივე ამით მათ განუვითარდათ მონაცემთა ანალიზისა და დასკვნების გამოტანის უნარები. გაკვეთილის მომზადებასა და მსვლელობას ფასილიტაციას უწევდა საგნობრივი ექსპერტი - ინგა ლომაძე, მისი უკუკავშირი და რეკომენდაციები, გათვალისწინებული იქნება შემდგომ საქმიანობაში. 
ანალოგიური გაკვეთილები ტარდება სხვა საგნებშიც. კომპლექსური დავალებების შესრულების მიმდინარეობას პერიოდულად განიხილავენ შესაბამისი საგნობრივი კათედრები“,- ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ინფორმაცია, რომელ უნივერსიტეტს, რამდენი ადგილი აქვს ამა თუ პროგრამაზე

სასკოლო ფორმა განვადებით თუ ქეშბექით? - „ფაქტობრივად გაფორმებულია ხელშეკრულება ბანკებთან“

ჩარიცხვებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - დეტალები აბიტურიენტებისთვის

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება