სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლეები მსოფლიო დაზოგვის დღისადმი მიძღვნილ ტრენინგში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
29-10-2021
-
+


ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „მსოფლიო დაზოგვის დღისადმი“ მიძღვნილი კონკურსის შესარჩევი ეტაპის ტრენინგში მონაწილეობისთვის სერტიფიკატები დაიმსახურეს. 

აღსანიშნავია, რომ ტრენინგში მონაწილე ერთ-ერთი მოსწავლე, მერვეკლასელი ნიკოლოზ ლაბაძე კონკურსის ფინალში გადავიდა.

სკოლა ამაყობს ნიკოლოზ ლაბაძით, მისი თანატოლებითა და პედაგოგით. 

კონკურსის ფარგლებში ტრენინგი 12-15 წლის მოსწავლეებმა გაიარეს.

„სკოლა ულოცავს მე-8 კლასის მოსწავლეებს დამსახურებულ სერტიფიკატებს, განსაკუთრებით საამაყოა ის ფაქტი, რომ ნიკოლოზ ლაბაძე ფინალში გადავიდა.
საქართველო მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან ერთად 31 ოქტომბერს ყოველწლიურად აღნიშნავს „მსოფლიო დაზოგვის დღეს".
მიმდინარე წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინედუს პროექტის ეგიდით შემოგვთავაზა კონკურსი.
კონკურსის ფარგლებში ტრენინგი გაიარეს სკოლის მოსწავლეებმა 12-15 ასაკობრივი კატეგორია.
დიდი მადლობა ქალბატონ ნანა კვარაცხელიას, რომელმაც დიდი შრომა ჩადო აღნიშნულ ტრენინგში.
ასევე დიდი მადლობა ჩვენს საამაყო პედაგოგს ქალბატონ ინგა ხარჩილავას, რომელიც მუდამ მოსწავლების წარმატებაზეა ორიენტირებული.
წარმატებას ვუსურვეთ ყველა მოსწავლეს“,- ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება