სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ღების საჯარო სკოლის კიდევ ერთი წარმატება
29-10-2021
-
+


ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლა ყოველთვის აქტიურად და წარმატებით მონაწილეობს სხვადასხვა პროექტებში.

სკოლის წამყვანი ინგლისური ენის მასწავლებელი თამარ სამსონიძე, რომელიც ამჟამად პროფესიულ საქმიანობას სხვა სკოლაში ახორციელებს, ევროსაბჭოს კომისიის მიერ ევროპული ხარისხის ნიშნით დაჯილდოვდა.

2020-2021 წლებში პროგრამა - „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელისა და ღების საჯარო სკოლის წამყვანი ინგლისური ენის მასწავლებლის - თამარ სამსონიძის  ორგანიზატორობით წარმატებით განხორციელდა საერთაშორისო პროექტი - „ტოლერანტობა“.

მიუხედავად იმისა, რომ პედაგოგი საქმიანობას უკვე სხვაგან აგრძელებს ღების საჯარო სკოლისთვის ზემო აღნიშნული პრიზი ძალიან საამაყო და პრესტიჟულია.

ღების საჯარო სკოლა ავრცელებს წერილს, რომელიც ევროპული ხარისხის ნიშანთან ერთად თამარ სამსონიძემ მიიღო:

„გილოცავთ! თქვენი სკოლა დააჯილდოვდა ევროპული ხარისხის ნიშნით, რომელიც eTwinning- ის პროექტს - Tolerance ეძღვნება. აღნიშნული ჯილდო იმის ნიშანია, რომ სამუშაო, რომელიც თქვენ განახორციელეთ სკოლასთან და მოსწავლეებთან ერთად უმაღლეს ევროპულ დონეზეა აღიარებული. შედეგად მიიღებთ სერტიფიკატს, რომელიც შეგიძლიათ დაურთოთ თქვენს ვებ-გვერდს და თქვენი სკოლის წარმატება გამოაჩინოთ. ასევე, თქვენი პროექტი განთავსდება სპეციალურ სივრცეში - www.etwinning.net, ევროპის პორტალზე. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ უდიდეს წარმატებას და ვიმედოვნებთ, სულ მალე კვლავ შევხვდებით eTwinning-ის ფარგლებში. საუკეთესო სურვილებით, eTwinning-ის გუნდი“, - წერია მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება