სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N103 საჯარო სკოლაში სომხეთის განათლების სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლეს
28-10-2021
-
+


თბილისის N103 საჯარო სკოლაში სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლეს. 

სკოლაში დელეგაციის ვიზიტის მიზანი სკოლის სომხური სექტორის მოსწავლეებთან, პედაგოგებთან შეხვედრა და მათი საქმიანობის გაცნობა იყო. 

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, დელეგაციის წევრებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. 

„საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის ბატონი არტურ მარტიროსიანის ხელმძღვანელობით. დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში სტუმრად ეწვია ქალაქ თბილისის N103 საჯარო სკოლას. სტუმართა შორის იმყოფებოდა სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა დიასპორის უფროსი ბატონი კარენ მნაცაკანიანი, საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი არტაკ პოღოსიანი, განათლებისა და ინოვაციების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი არტაშეს თოროსიანი, განვითარებისა და ინოვაციების ეროვნულ ცენტრთან არსებული ორგანიზაციის „სასკოლო კვებისა და ბავშვთა კეთილდღეობის“ დირექტორი ქ-ნი სათენიკ მკრტჩიანი, სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხებში ქ-ნი ანა სააკიანი. ვიზიტის  მიზანი იყო სკოლის სომხური სექტორის მოსწავლეებთან, პედაგოგებთან შეხვედრა, მათი საქმიანობის გაცნობა. სტუმრებს მასპინძლობდა და მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხი მიაწოდეს სკოლის დირექტორმა ბატონმა არჩილ ჩხაიძემ, დირექტორის მოადგილემ ქ-ნმა ასმიკ პაპიკიანმა. შეხვედრაში მონაწილეობდა სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, ბატონი კახა ხანდოლიშვილი, ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მონიტორინგისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსი ქ-ნი ეკატერინე ხუციშვილი და ისანი-სამგორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ქ-ნი მეგი როსტიაშვილი-წიკლაური“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი -  2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის

აბიტურიენტებისთვის კიდევ სამი გამოცდის ქულა გამოქვეყნდა

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

სტრუქტურული ცვლილებები განათლების სამინისტროში - ვალდებულებები და კომპეტენციები გაიწერა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

სკოლები

„მადლობას ვუხდით სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებს, თანამშრომლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ერთობლივი შრომისა და მხარდაჭერისთვის“

 

 

 

 

„უღრმესი მადლობა ბ.თამაზ უდიდესი ყურადღების, პატივისცემის, მხარდაჭერის და ხელშეწყობისთვის“

სკოლაში ახარებთ ამ მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით გადალახვა და სასიამოვნო სიახლეს მთელ სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება