სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

განთიადის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, გარემოსდაცვითი დღის აღსანიშნავად, 150- მდე მარადმწვანე და ფოთლოვანი ხე დაირგო
28-10-2021
-
+


24 ოქტომბერს, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში კლიმატის ცვლილებების მოქმედებათა საერთაშორისო დღე აღნიშნეს. სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეებმა 150- მდე მარადმწვანე და ფოთლოვანი ხე დარგეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლამ გარემოსდაცვითი დღეების აღსანიშნავად გრანტი მოიპოვა, რომლის ფარგლებში მოსწავლეები პედაგოგისა და დირექციის დახმარებით არაერთ გარემოსდაცვით აქტივობას აწყობენ. 

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით დღეებს აღვნიშნავთ.SENN-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, მოვიპოვეთ გრანტი, გარემოსდაცვითი დღეების აღნიშვნაზე.

იდეის ავტორები და ორგანიზატორები არიან: ნინო ანთაძე -მასწავლებელი, ქართული ენა და ლიტერატურაკაკო ანთაძე- დირექტორი. მარიკა ვანაძე - XII კლასის მოსწავლე.

„წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით დღეებს აღვნიშნავთ. SENN-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, მოვიპოვეთ გრანტი, გარემოსდაცვითი დღეების აღნიშვნაზე.

პროექტის ფარგლებში აღვნიშნეთ 24 ოქტომბერი, კლიმატის ცვლილებების მოქმედებათა საერთაშორისო დღეა. განთიადის სკოლის ტერიტორიაზე და მიმდებარედ 150- მდე მარადმწვანე და ფოთლოვანი ხე დავრგეთ. ნერგები საჩუქრად გადავეცით ასევე მეგობარი სკოლის მოსწავლეებს, გუმბათის საჯარო სკოლას.

პროექტის ფარგლებში ასევე უახლოეს მომავალში აღინიშნება მწვანე მომხმარებლის დღე და სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე.

ძალიან დიდი მადლობა თითოეულ მონაწილეს, ყველა მოსწავლეს ვინც თავდაუზოგავად იშრომა და თავისი წვლილი შეიტანა გარემოზე ზრუნვის საქმეში.

ვფიქრობთ, ასეთი თაობა ჩვენი მომავალია. პროექტი - „სამყარო ჩვენი სახლია“ დაფინანსებულია ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში, CENN-სა და წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის LAG-ის მიერ.

იდეის ავტორები და ორგანიზატორები: ნინო ანთაძე - მასწავლებელი, ქართული ენა და ლიტერატურა; კაკო ანთაძე- დირექტორი; მარიკა ვანაძე - XII კლასის მოსწავლე; 

განსაკუთრებული მადლობა სკოლის დირექტორს პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერისა და აქტიური დახმარებისათვის“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება