| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები პრომეთეს მღვიმეში ეკოტურში იმყოფებოდნენ.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეები არაერთ გარემოსდაცვით ღონისძიებაში ჩაერთნენ, მათ შორის პრეზენტაციები გამართეს, მინი კონფერენციაში მონაწილებდნენ და პრომეთეს მღვიმე დაათვალიერეს.
„შავი ზღვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექციის ინიციატივით, პროექტის- „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ ფარგლებში, იმერეთის მღვიმეებისა და დაცული ტერიტორიების სამსახურის ხელშეწყობით, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობისა და ეკოკლუბ „ნიამორის“ წევრთა ჩართულობით განხორციელდა ეკოტური პრომეთეს მღვიმეში. მოსწავლეებმა: მ.გახოკიამ, ნ.კიკნაძემ და ლ.ქაჯაიამ წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები. გარემოსდაცვით საკითხებზე მოსწავლეებს ესაუბრა ლ.გამყრელიძე, ხოლო დაცული ტერიტორიების შესახებ -ლ.ერბელიძე. მოსწავლეებს, აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, სკოლის დირექტორმა ფ.ფანჩულიძემ შესთავაზა შეექმნათ ნახატები და დაეწერათ თხზულება თემაზე- „მე რომ შავი ზღვა ვიყო...“ (რას ვეტყოდი ადამიანებს). მინი- კონფერენციის შემდეგ მოსწავლეებმა დაათვალიერეს პრომეთეს მღვიმე და გაისეირნეს ნავებით.
იხილეთ ფოტოები:„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად