სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჯიხანჯურის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული თემურ სამხარაძე ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიო ჩემპიონია
27-10-2021
-
+


ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლას არაერთი ღირსეული კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთა თითოეული წარმატებით მშობლიური სკოლა ამაყობს.

სკოლის დირექცია საზოგადოებას ამჯერად კიდევ ერთ წარმატებულ კურსდამთავრებულს, თემურ სამხარაძეს აცნობს.

თემურ სამხარაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ძალისმიერ სამჭიდში ოქროს მედალი მოიპოვა.

„ამ პოსტით მინდა გამოვხატო უდიდესი სიყვარული და კეთილგანწყობა ჯიხანჯურის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივისა და ამავე სკოლის  კურსდამთავრებულის თემურ სამხარაძის მიმართ, ვინც დღეს თავისი მონდომებითა და საოცარი შემართებით ყველაზე დიდი სტიმული და მაგალითი გახდა მეგობრების, თანასოფლელებისა და ახალგაზრდა თაობისათვის. თემურ, შენ ყველაზე კარგად იცი, თუ როგორი შრომის ფასად მიიღწევა ნებისმიერი წარმატება. მინდა შენი მშობლიური სკოლის ყველა პედაგოგის სახელით მოგილოცო ღირსეული გამარჯვება და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. შენ ერთხელ კიდევ დაამტკიცე, რომ შეუძლებელი არაფერია, თუკი მოინდომებს კაცი. კარგად იცი, თუ როგორი ბედნიერებაა პატიოსანი შრომით მოპოვებული ჯილდო. ასე აღიზარდე შენს ოჯახსა და მშობლიურ სკოლაში, ასე გასწავლიდნენ და გმოძღვრავდნენ შენი მშობლები და მასწავლებლები. შენთვის ყველაზე მთავარი მაინც ადამიანობა, ზრდილობა და თავაზიანობაა, რითაც აოცებ ყველას. ოცი წლის ასაკში  ფასეულისა და ღირებულის  ერთმანეთისაგან გარჩევა ისწავლე და დაამტკიცე კიდეც, რომ  ყველაზე ღირებული ოჯახური სითბო, ურთიერთპატივისცემა და სიყვარულია, სწორედ ამ ყველაფერმა მიგიყვანა იმ გამარჯვებამდე, დღეს მსოფლიოსათვის ცნობილი სახე რომ გახდი. შენ დაანახე ყველას, რომ ჩვენი პატარა სოფლის, პატარა სკოლას უნიჭიერესი, უდიდესი და უძლიერესი გმირების აღზრდა შეუძლია. ჭეშმარიტად, ეს სიმართლეა და ამ ყველაფრისათვის მადლობა სკოლის დამსახურებულ  ხელმძღვანელს, ბატონ მიხეილ ხალვაშს თავის უძლიერესსა და შემდგარ კოლექტივთან ერთად. უამრავი ნიჭიერი თაობა გამოეზარდოს ჩვენს პედაგოგიურ კოლექტივს. მადლობა თემოსამხარაძე, რომ იმედები გაგვიმართლე“, - წერია სკოლის დირექციის წერილში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება