სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზედა სიმონეთის საჯარო სკოლაში საინტერესო სტუმრებს უმასპინძლეს
25-10-2021
-
+


დავით კლდიაშვილის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთის საჯარო სკოლას საინტერესო სტუმრები - მწერალი, მთარგმნელი და პედაგოგი მაია ტურაბელიძე და გაზეთ „ახალი წყალტუბოს“ რედაქტორი ბატონი მურთაზ კანკაძე ეწვივნენ.

შეხვედრა მესამე კლასის დამრიგებლის ელისო ჯანელიძის ინიციატივით შედგა.

„22 ოქტომბერს დავით კლდიაშვილის სახელობის ზედა სიმონეთის საჯარო სკოლას (დირექტორი: გიორგი ქასრაშვილი) სტუმრად ეწვივნენ: მწერალი, მთარგმნელი და პედაგოგი მაია ტურაბელიძე და გაზეთ „ახალი წყალტუბოს“ რედაქტორი ბატონი მურთაზ კანკაძე. შეხვედრა დაიგეგმა ქართული ენისა და ლიტერტურის კათედრაზე ( ხელმძღვანელი : ნესტან გოგოლაშვილი ) მესამე კლასის დამრიგებლის: ელისო ჯანელიძის ინიციატივით. ქალბატონმა მაიამ საბავშვო ლიტერატურისადმი სიყვარულს მიუძღვნა თავისი პრეზენტაცია. მან დამსწრე საზოგადებას წარუდგინა და გააცნო ქართული და უცოხური ჟურნალები, სადაც დაიბეჭდა მისი თარგმანები. მწერალმა  მოსწავლეებს წაუკითხა იტალიური ენიდან ნათარგმნი საბავშვო მოთხრობები: „მუხლუხო და ლოკოკინა“ და „გოგონა და მელია“. მთარგმნელმა ყურადღება გაამახვილა ნაწარმოებების დიდაქტიკურ ხასიათზე. მოსწავლეთა ჩართულობით  ისაუბრა ტექსტების აღმზრდელობით მხარეზე. ავტორმა მიმოიხილა საკუთარი ილუტრაციებით დაწერილი მოთხრობა „ციცი და მოწყენილი ბავშვები“, რომელიც საჩუქრად გადასცა სკოლის ბიბლიოთეკას. ღონისძიებას ამშვენებდა მესამეკლასელების ნამუშევრები, რომლებიც ბავშვებმა მაიკო ტურაბელიძის შემოქმედების („ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება“, „ერთი ლეკვი მაჩუქეთ, რა!“, „სამი კოსმონავტი“, „თომა“) გაცნობის დროს შექმნეს. მწერლის მიერ დაჯილდოვდნენ აქტიური მოსწავლეები: მარიამ გიორგაძე და თამარი გვადიბაძე. საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის ევროპაში ყველაზე დიდი და აქტიური ვულკან ეტნას ფოტო-მასალის გაცნობა  და გაქვავებული ლავის ქვის ნახვა, რომელიც მწერალმა  სკოლას უსახსოვრა. სტუმრები მოიხიბლნენ დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმით. ისინი  მეცნიერ-თანამშრომელმა თეონა გიორგაძემ  დავითისა და სერგოს ეპოქაში საინტერესოდ ამოგზაურა.  ღონისძიება დასრულდა სიყვარულით, სამახსოვრო ფოტოებით და მალე ისევ შეხვედრის  სურვილით. სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის ქალბატონ მაიას და ბატონ მურთაზს ნაყოფიერი  და დასამახსოვრებელი სტუმრობისთვის“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება