სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი  „ხარაგაულის ეტალონ მოსწავლეს“ გამარჯვებას ულოცავს
22-10-2021
-
+


22 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ ხარაგაულის დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2021 წლის „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ტიტული ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის XI კლასის მოსწავლე ქეთევანი მანჯავიძემ მოიპოვა. 

ქეთევანს გამარჯვებას საკუთარი სკოლის აღმასრულებელი დირექტორი დეკანოზი პავლე ცერცვაძე ულოცავს. მისი თქმით „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლის“ 2021 წლის გამარჯვებული ათოსანი მოსწავლე და მედლის კანდიდატია. აღსანიშნავია, რომ 2019-2020 სასწავლო წლის „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატის გამარჯვებული ამავე სკოლის მოსწავლე, საბა ებანოიძე გახდა.

„უპირველეს ყოვლისა მინდა, რომ მივულოცო ჩვენს გამარჯვებულს ქეთევან მანჯავიძეს, რომელიც არის მე-11 კლასის მოსწავლე, ამავე დროს ვულოცავ მის ოჯახს, მშობლებს. ქეთევანის დედა ჩვენი სკოლის მასწავლებელი ბრძანდება. ვულოცავ ჩვენი გიმნაზიის რექტორს - მის ყოვლადუსამღვდელოესობას მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსს მეუფე მელქისედეკ ხაჩიძეს, რომელიც ამ ბავშვების განათლების მისაღებად ყველაფერს აკეთებს. აღვნიშნავ იმ ფაქტს, რომ ქეთევანი არის მედლის კანდიდატი, ათოსანი მოსწავლე, ძალიან თავმდაბალი, მოსიყვარულე ადამიანი, რომლისთვისაც მთავარი პრიორიტეტი არის წიგნიერება. ვულოცავ მას ამ წარმატებას და ამავე დროს ვულოცავ ყველა მონაწილეს აბსოლუტურად. აქ არ არსებობს დამარცხებული, ყველა მონაწილე გამარჯვებულია. ამავე დროს მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი გიმნაზიის 2019-2020 სასწავლო წლის ეტალონი მოსწავლეც ჩვენი სკოლიდანაა - საბა ებანოიძე და მინდა იგივე გამარჯვება და წარმატება ვუსურვო ჩვენს ქეთევანსაც.

ჩვენ „ეტალონთან“ უკვე მეორე წელია ვთანამშრომლობთ. „ეტალონს“ აქვს ძალიან კარგი პროექტები და ამავე დროს ძალიან მოხერხებული მექანიზმი, რომ ბავშვები დაინტერესდნენ, იყვნენ ჩართულები ამ ინტელექტუალურ თამაშში და მიიღონ მაქსიმალური განათლება“, - განაცხადა დეკანოზმა პავლე ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ხარაგაულელი მოსწავლე „ეტალონისა“ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისაგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება