სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლებს ესგ-ს შედეგების აღქმა უჭირთ
24-10-2021
-
+


საქართველოს სკოლებში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა მიმდინარეობს. როგორ განათლების სამინისტროს ანგარიშში ვკითხულობთ 2020 წლის შემოდგომის სემესტრში არაერთმა გაუთვალისწინებელმა ფაქტორმა იჩინა თავი. მაგალითდ, მასწავლებლებს უჭირთ ერთმანეთისგან გამიჯნონ მიმდინარე და შემაჯამებელი განმავითარებელი კომენტარები, სკოლის დირექტორების ნაწილი კი არ იღებს სათანადო პასუხისმგებლობას სკოლის თემის განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტებთან დაკავშირებით.

ანგარიშის თანახმად პრობლმები გამოვლინდა შემდეგი 4 მიმართულებით: კომპლექსური დავალების კლასში განხორციელება მასწავლებლების მხრიდან, განმავითარებელი შეფასების წარმოება, კვლევის შედეგების (სასკოლო კულტურის კვლევა, მოსწავლეთა მიღწევები) შესწავლა, სასკოლო კურიკულუმის შექმნა-განვითარება.

კომპლექსური დავალების კლასში განხორციელება მასწავლებლების მხრიდან

„მიუხედავად მკაცრი მოთხოვნისა, ქოუჩების დიდმა ნაწილმა პირველ ნაბიჯად არ დაისახეს პროცესების კომპლექსური დავალების შეტანით დაწყება. ამის გამო, ბევრ სკოლასა და საგანში პირველი კომპლექსური დავალებები ნოემბრის თვეში განხორციელდა. ამის შედეგია ის, რომ ზოგიერთი მასწავლებელი მხოლოდ ერთი კომპლექსური დავალებით შემოიფარგლა. სწავლა-სწავლების დისტანციურ რეჟიმში გადასვლასთან დაკავშირებით ტექნოლოგიური თუ სხვა ტიპის სირთულეების დამატებასთან ერთად, მასწავლებლებს გაუჭირდათ კომპლექსური დავალებების შესაბამისად დანერგვა“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, როოგრც ანგარიშშია აღნიშნული აქ პრობლემა შეიქმნა შეფასების კრიტერიუმების სამიზნე ცნების მკვიდრ წარმოდგენებთან დაკავშირებისა და სასწავლო პროცესში კომპლექსური დავალების ადგილის მართებულად განსაზღვრის მიმართულებით.

განმავითარებელი შეფასების წარმოება

„განმავითარებელი შეფასების კომპონენტთან დაკავშირებით ინსტრუქციები დაქსაქსულად მივიდა სკოლაში, რამაც ამოცანის არაერთმნიშვნელოვანი აღქმა გამოიწვია“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

აქვე აღნიშნულია, რომ მასწავლებლებს უჭირთ ერთმანეთისგან გამიჯნონ მიმდინარე და შემაჯამებელი განმავითარებელი კომენტარები, უჭირთ, რომ განმავითარებელი შეფასება მიმართონ გრძელვადიანი მიზნისკენ (სამიზნე ცნებისკენ). ასევე ისინი საკმარისად კარგად ვერ ხედავენ კომპლექსური დავალების პოტენციალს განმავითარებელი შეფასების საქმეში და უჭირთ განმავითარებელი შეფასების წარმოება/შემაჯამებელი კომენტარის ჩამოყალიბება.

კვლევის შედეგების (სასკოლო კულტურის კვლევა, მოსწავლეთა მიღწევები) შესწავლა

ამ მიმართულებით პროცედურულ პრობლემებში გამოვლინდა, რომ პანდემიური სიტუაციის გამო გაჭირდა შეხვედრების გამართვა სასკოლო საზოგადოების წევრებს შორის, სკოლის დირექტორების ნაწილი კი არ იღებს სათანადო პასუხისმგებლობას სკოლის თემის განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება მიმართულების შინაარსობრივ პრობლემებს, ანგარიშის თანახმად ჭირს სასკოლო პროექტებისთვის ორიგინალური იდეების ჩამოყალიბება, რომლებიც ერთდროულად პრიორიტეტულ თემებზე და სკოლის, როგორც ორგანიზაციის, განვითარებაზეც იქნება ორიენტირებული.

სასკოლო კურიკულუმის შექმნა-განვითარება

დოკუმენტში არნიშნულია, რომ დაგვიანდა სამინისტროს მხრიდან სრულყოფილი ნიმუშების მიწოდება სკოლებისთვის. ფრაგმენტული მაგალითებით კი მთლიანობითი სურათის დანახვა გაჭირდა, ხოლო მასწავლებლებს უჭირთ სასწავლო პროცესის დაგეგმვისას მთავარ მაორგანიზებლად სამიზნე ცნებების და ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგების აღქმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება