სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სამივე შესანიშნავი მოსწავლე და ლიტერატურის დიდი მოტრფიალეა“- არეშფერანის საჯარო სკოლის მოსწავლეები თავისუფალი თემების კონკურსის ფინალისტები არიან
22-10-2021
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლის სამი მოსწავლე თავისუფალი თემების კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადავიდა. 

კონკურსი, რომლის სახელწოდებაცაა „ვწერ თავისუფალ თემას“, გია მურღულიას მიერაა გამოცხადებული. 

ფინალური ეტაპი 24 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში გაიმართება. 

სკოლა ამაყობს მოსწავლეების მიღწევებით და წარმატებას უსურვებს კონკურსის ამ ეტაპზეც. სკოლაში ასევე, აღნიშნავენ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგების - ნათია ფერაძისა და თამარ ბრეგვაძის, ღვაწლს.
 
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლა სიხარულით გაცნობებთ, გია მირღულიას მიერ გამოცხადებულ კონკურსში „ვწერ თავისუფალ თემას“ არეშფერანის საჯარო სკოლიდან 3 მოსწავლე მონაწილეობდა და სამივე გადავიდა ფინალურ ტურში. ასლან შაინიძე, დალი მიქელაძე და სანდრა ცეცხლაძე. სამივე მართლაც შესანიშნავი მოსწავლე და ლიტერატურის დიდი მოტრფიალეა. შეგახსენებთ მათ 10 მოცემული თემიდან აირჩიეს მათთვის საინტერესო ერთი საკითხი და მასზე დაწერეს თხზულება. 
ფინალური  ტური ჩატარდება 24 ოქტომბერს, 12 საათზე, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ). 
სკოლა ამაყობს მისი მოსწავლეებით და მათი ქართულის პედაგოგებით. ნათია ფერაძე და თამარ ბრეგვაძე სიხარულს ვერ მალავენ ამდენი ასეული ბავშვებიდან სწორედ მათი მოსწავლეების შეემრჩევით. პედაგოგებსაც და მოსწავლეებსაც მეტად მოეცათ სტიმული ფინალური ტურის საუკეთესოდ დასრულებისათვის. შეგახსენებთ, რომ ისევე როგორც პორველ  ნაწილში, მეორე ფინალურ ტურშიც მოსწავლემ მიცემული 10 თემის სათაურიდან  უნდა აირჩიოს ერთი და დაწეროს თავისუფალი თემა.
არეშფერნის საჯარო სკოლა ჩვენს მოსწავლეებს უსურვებს წარმატებებსა და გამარჯვებას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება