სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კალის საჯარო სკოლის პედაგოგმა გიორგი ტერუნაშვილმა ჩვიდმეტწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში არაერთ მოსწავლეს ფასდაუდებელი ცოდნა შესძინა
19-10-2021
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში ერთ-ერთი გამორჩეული პედაგოგი გიორგი ტერუნაშვილია, რომელიც მოსწავლეებს ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების, ჩვენი საქართველოს და ქართულის გაკვეთილებს ასწავლის.

გიორგი ტერუნაშვილი ასევე, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულიდან ერთ-ერთია.

აღსანიშნავია, რომ იგი ისტორიის მასწავლებლად უკვე 17 წელია მუშაობს. მრავალწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში პედაგოგმა უამრავი წინაღობა დაძლია, თუმცა როგორც თავად ამბობს, ყველაზე რთული მაინც პანდემიის პერიოდი იყო. სირთულეების მიუხედავად, გიორგი ტერუნაშვილმა შეძლო სასწავლო პროცესი შეუფერხებლად გაეგრძელებინა და მოსწავლეებს მუდმივად სთავაზობს საინტერესო, მრავალფეროვან გაკვეთილებს.

როგორც პედაგოგი აღნიშნავს, მის პროფესიულ წინსვლაში დიდი როლი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ეროვნულმა პროგრამამ - „ასწავლე საქართველოსთვის“ შეასრულა. იგი კონსულტანტ-მასწავლებლის სტატუსით საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების სხვადასხვა  სკოლებში მუშაობდა და მისი ცოდნით არაერთმა მოსწავლემ ფასდაუდებელი გამოცდილება თუ უნარ-ჩვევები შეიძინა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება