სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფურტიოს საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი პროექტი განხორციელდა
18-10-2021
-
+


ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლაში გარემოსდაცვის შესახებ სასწავლო პროექტი ჩატარდა.

პროექტის სახელწოდება იყო „ჩვენ და გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ.“

სამიზნე ჯგუფი მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები იყვნენ. პროექტის განმავლობაში ისაუბრეს თუ რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ადამიანმა ბუნებას და თუ რამდენად აუცილებელია, რომ გარემოს გავუფრთხილდეთ.

„2021 წლის 7 ოქტომბერს  ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლაში ჩატარდა სასწავლო პროექტი „ჩვენ და გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ!“
პროექტის მიზანი იყო: მოსწავლეებში ესგ-ით გათვალისწინებული საგნობრივი სტანდარტის განვითარება, რაც თავის თავში მოიცავს თავისუფალი, შემოქმედებითი, კვლევისა და ანალიზის, ინფორმაციის მოძიებისა და საპრეზენტაციო უნარ-ჩვევების განვითარებას. 
პრიორიტეტული იყო - „ჯანსაღი გარემო და  ცხოვრება“ ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვა: მოზარდმა უნდა იცოდეს, რა ბუნებრივ გარემოში ცხოვრობს, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს გარემოს ადამიანის ამა თუ იმ მოქმედებამ, როგორ შეინარჩუნოს და დაიცვას ბუნებრივი გარემო; როგორ მოაწყოს საცხოვრებელი გარემო, ურთიერთობები. 
 სასწავლო პროექტი ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი განათლების ამაღლებას,  ჯანსაღად მცხოვრები    მოქალაქის აღზრდას და აქედან გამომდინარე, მაღალი მოქალაქეობრივი ღირებულებების მქონე საზოგადოების ჩამოყალიბებას.
პროექტის სამიზნე ჯგუფი იყო: მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავეები. პროექტის ხელმძღვანელები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ირმა ბოლქვაძე და ქიმიის მასწავლებელი თინათინ ბერიძე. 
პროექტი იყო ორკვირიანი და მოსწავლეები დისტანციურად მუშაობდნენ საკითხებზე თიმსის პლატფორმით, დასკვნითი ღონისძიება კი ჩატარდა  სასკოლო გარემოში. 
მოსწავლეებმა წარმოადგინეს  მრავალფეროვანი თემები და პრეზენტაციები  ბუნებაზე, ეკოლოგიაზე, ცხოველებზე, კონფლიქტებსა და ადამიანურ ურთიერთობებზე. დამსწრე პედაგოგებმა  მოსწავლეებს მოუწოდეს გარემოს დაცვისა და გაუმჯობესებისაკენ, ხოლო სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს წარუდგინა პრეზენტაცია თემაზე: სასკოლო გარემო  კონტინენტებსა და საქართველოში“.   მოწვეულმა  მოსწავლეებმა ელისო აბაშიძემ და ლედი დიასამიძემ წაიკითხეს ლექსები ბუნებაზე. მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტიც, რომ პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს კომპლექსური დავალებები. 
არაერთი მოწოდება გაისმა  გარემოს დაცვის, ბუნებისა და ცხოველთა  დასაცავად, ადამიანური ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, ჯანსაღი, უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შესაქმნელად. 
სკოლის ადმინისტრაცია დიდ მადლობას უხდის პროექტის ორგანიზატორებს ქალბატონ ირმა ბოლქვაძესა და ქალბატონ თინათინ ბერიძეს, დისტანციური სწავლების მიუხედავად, აქტიურად იყვნენ ჩართული აღნიშნულ პროქტში და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყოველთვის ცდილობენ აამაღლონ მოსწავლეებში სწავლის მიმართ მოტივაცია. ასევე დიდი მადლობა თითოეულ მონაწილეს“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება