სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წალენჯიხის N1 სკოლაში დირექტორის, ბადრი ბობოხიას ხელმძღვანელობით გარემოსდაცვითი პროექტი ხორციელდება
18-10-2021
-
+


წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის დირექტორის, მასწავლებლებისა და მოსწავლეების ერთობლივი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო.

პროექტი გარემოსდაცვით საკითხებს ეხება და მისი ხელმძღვანელი დირექტორი ბადრი ბობოხია გახლავთ.

„13 ოქტომბერი ბუნებრივი საფრთხეებით გამოწვეული კატასტროფების შემცირების საერთაშორისო დღე იყო. ბუნებრივი საფრთხეებით გამოწვეული კატასტროფების საერთაშორისო დღის აღნიშვნა გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1989 წელს დაიწყო. კლიმატთან დაკავშირებული რისკების შემცირებისა და პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობა, კლიმატის მწვანე ფონდის (GCE) შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), შვედეთის მთავრობის დაფინანსებით და გაეროს განვითარების (UNDP), მხარდაჭერით ახორციელებს 7 წლიან პროექტს - „კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში“, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნას, კლიმატის შესახებ ინფორმაციის გამოყენების გზით რისკის შემცირებას, პრევენციასა და მზადყოფნას. ბუნებრივი საფრთხეების შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების და განვითარების მიზნით, წალენჯიხის N1 საჯარო სკოლაში ხორციელდება პროექტი - „კლიმატური ცვლილებების და მასთან დაკავშირებული კატასტროფების (ძლიერი ქარი) რისკის შემცირება სამოქალაქო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“. 2021 ოქტომბერი/  2022  წლის აპრილი. პროექტის კავშირი - ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან / ზოგადი განათლების  შესახებ  კანონთან - ეროვნული სასწავლო გეგმა. პროექტის ხელმძღვანელი: წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის დირექტორი - ბადრი ბობოხია. პროექტის  განმახორციელებელი გუნდი: წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ლელა აბულაძე, გეოგრაფიისასწავლებელი ნესტან ქირია, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მარინე  კალანდია. დაიწყო მუშაობა პროექტის  განსახორციელებლად სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების გუნდთან ერთად. წარმატებები ჩვენ“, - წერია სკოლის დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

„1 წლამდე ბავშვის, ზღვაზე წაყვანა თქვენი არჩევანი არ უნდა იყოს“ - ოთხი მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება