| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დღეის მონაცემებით საქართველოში კოვიდინფიცირების 4837 შემთხვევა დაფიქსირდა. არცთუ მარტივი ვითარებაა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ცალკეული კლასები და ზოგ შემთხვევაში, სრკრულად სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადადის. კოვიდინფექციის შემთხვევების დაფიქსირების გამო, შიდა ქართლის სკოლებში 40 კლასი და ერთი სკოლა ონლაინ-სწავლებაზე გადავიდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის განყოფილების უფროსის, ეკა ქორჩაშვილის ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების მხრივ, შიდა ქართლში ვითარება საყურადღებოა. კოვიდინფექციის შემთხვევების მატების გამო, ონლაინ სწავლებაზე ყოველდღიურად სულ უფრო მეტი სკოლა გადადის:
„რეგიონის მასშტაბით არსებულ საჯარო სკოლებში დისტანციურ რეჟიმზე გადასული სკოლების სტატისტიკა ძალზე საყურადღებოა. გორის 10 სკოლაში ონლაინ სწავლებაზე გადასულია - 11 კლასი, ერთგან კი, სკოლა სრულად გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე. ქარელში 7 სკოლის 14 კლასია დისტანციურ რეჟიმზე. ამასთან, ქარელის 3-მა საბავშვო ბაღმა შეწყვიტა ფუნქციონირება. ხაშურში, დისტანციურ სწავლებაზე 6 სკოლის 8 კლასია გადასული, 3-მა საბავშვო ბაღმა კი ხაშურშიც შეაჩერა ფუნქციონირება. რაც შეეხება კასპს, ონლაინ სწავლებაზე 5 სკოლის 7 კლასია გადასული. უნდა აღინიშნოს, რომ, სამწუხაროდ, ეს მონაცემები ყოველდღიურად მატულობს“.
დისტანციურ სწავლებაზე ცალკეული კლასები თუ სკოლები აჭარაშიც - ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკვე 75 კლასი ონლაინ სწავლებაზე გადავიდა.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში - 5 სკოლა სრულად და 5 სკოლა ნაწილობრივ, ასევე გურიაში 2 სკოლა სრულად და 6 ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმზეა. როგორც ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი ელზა სიმონიშვილი აცხადებს, მდგომარეობა სერიოზულია.
„ინფიცირების შემთხვევები ფიქსირდება როგორც მასწავლებლებში, ისე მოსწავლეებში. თხინვალის საჯარო სკოლა მთლიან საიზოლაციო რეჟიმზე გადავიყვანეთ. ასევე სრულად გვყავს დისტანციურ რეჟიმზე გურიანთას საჯარო სკოლა და ბავშვთა ბაღი. ჰიბრიდულ რეჟიმზე გვყავს დანარჩენი სკოლები. მეორე, მეოთხე სკოლა, ნაგომრის, კონჭკათის, ბახვის,ზემო ნატანების სკოლა. ქალაქის მეორე, მეოთხე ბაღშია ასევე წერტილოვანი შეზღუდვები. მონაცემები იცვლება თითქმის ყველა საათში“.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ცეკვის მასწავლებელს 11-წლიანი პატიმრობა მოსწავლეების მიმართ გარყვნილი ქმედების გამო შეეფარდა - პროკურატურა დეტალებზე
საათობრივი ანაზღაურება აღარ შეუმცირდება მასწავლებელბს, რომლებსაც საგნის/საფეხურის კომპეტენცია დადასტურებული არ აქვთ
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია
ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა