სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„საოცრებებით სავსე თორმეტ წელს გპირდებით“- ხონის N1 საჯარო სკოლის დირექტორი პირველკლასელებს განსაკუთრებულად დახვდა
12-10-2021
-
+


მოსე ხონელის სახელობის ქალაქ ხონის N1 საჯარო სკოლა პირველკლასელებს განსაკუთრებული სიხარულით შეხვდა. 

სწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა.

სკოლაში პატარებს განსაკუთრებული სიხარულით შეხვდნენ. მათი კლასი ბუშტებით მორთეს და პირველკლასელებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს.  

პირველკლასელებს სკოლაში შესვლას სკოლის დირექტორი შორენა კაკაბაძე ულოცავს. იგი ასევე მადლობას უხდის იმ ადამინებს, ვინც ამ დღის გალამაზებში მონაწილეობდა. 

„შემოდგომის ცივი, წვიმიანი დილა გავაზაფხულეთ და წარმატებისკენ სავალი გზები დაგილოცეთ ყველას, ვინც პირველად შემოაღეთ ჩვენი სკოლის კარი და ,,პირველსკოლელად" მოინათლეთ.
მერე როგორი შეყვარება იცის ამ დალოცვილმა ფუძემ, თავისკენ გიზიდავს ანდამატივით. სხვანაირი, გამორჩეული ხდები პირველსკოლელის სტატუსით. 
საოცრებებით სავსე თორმეტ წელს გპირდებით, ჩვენო პატარებო. მერე....მერე აგაფრენთ სულ ზევით,ზევით, მაღლა და მაღლა, მადლსა და სითბოს გაგაყოლებთ ჩვენეულს, პირველი სკოლის საფერს.
ჩვენს განწყობაზე იზრუნეს  წარმატებულმა კურსდამთავრებულებმა: ინგა ჩიქოვანმა, ირმა კახიძემ, მანანა დარსაველიძემ, რატი ტაბიძემ, სკოლის ერთგულმა გულშემატკივარმა რეზო კიკაბიძემ, სალომე გორგოძემ, ყვავილების  სალონმა  flowers lovers-მა.
დიდი მადლობა მათ, სკოლის მიმართ არაერთგზის გამოჩენილი ასეთი დამოკიდებულებისათვის“,- წერს სკოლის დირექტორი შორენა კაკაბაძე.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება