სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პასუხისმგებლობა მოვალეობების პირნათლად შესრულებას ნიშნავს“ - დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა აფციაური
12-10-2021
-
+


მისი აზრით, რა სჭირდებათ პედაგოგებს, რას ნიშნავს პასუხისმგებლობა და რა არის ყველაზე რთული კოვიდ-სიტუაციაში ? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლის დირექტირ  ლეილა აფციაური საუბრობს:

- სკოლაში იგრძნობა. . . 

- გამოცოცხლება ვინაიდან ბავშვებს სიამოვნებთ საკლასო ოთახებში გაკვეთილების ჩატარება, ურთიერთობები ერთმანეთთან და მასწავლებლებთან. 

- მოსწავლეს სურს. . . 

- როგორც ყველა ადამიანს იყოს ბედნიერი, უყვარდეთ იგი და თვითონაც შეძლოს სიყვარულის გაცემა და რა თქმა უნდა, სკოლის კედლებში შეიძინოს მაქსიმალური ცოდნა, რათა სკოლის დამთავრების შემდეგ ადვილად გაიკვალოს გზა ცხოვრებაში და იპოვოს თავისი ადგილი.

- კოვიდ-სიტუაციაში ყველაზე რთულია. . . 

- მოსწავლეს, მასწავლებელს და ასევე მოსწავლეებს შორის ურთიერთობების ნაკლებობა; ასევე ექსკურსიების, წრეების, ლაშქრობების, სპორტული ღონისძიებების შეზღუდვა და რაც ყველაზე მთავარია, მოსწავლე დიდ დროს ატარებს კომპიუტერთან და ნაკლებს მოძრაობს.

- პასუხისმგებლობა ნიშნავს. . . 

- საქმისადმი გულისყურით მიდგომას, მოვალეობების  პირნათლად შესრულებას.
 
- 10 წლის შემდეგ ვისურვებდი. . . 

- პირველ რიგში მსოფლიოს პანდემიის გარეშე, ყველას სახეზე ბედნიერ ღიმილს რასაც ვერ დაფარავს პირბადე, იმედით და ხალისით სავსე მომავალ თაობას, საქართველოში ეკონომიკის აღორძინებას და ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებას, რაც დამოკიდებულია ჩვენი მომავალი თაობის განათლებაზე და აქ ლომის წვლილი აქვს სკოლას, ამიტომ ვისურვებდი სკოლების თანამედროვე სტანდარტებზე მორგებას.

- პედაგოგებს სჭირდებათ. . . 

- რაც შეიძლება ბევრი ტრენინგები თავის სპეციალობაში სიახლეების შესასწავლად და პრაქტიკაში გამოსაყენებლად.

- სასკოლო საგნებს დავამატებდი. . . 

- ფსიქოლოგიის შესწავლას.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება