სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სენაკის N1 სკოლის პირველკლასელებს დამრიგებელმა, შორენა სირიამ საზეიმოდ მორთული საკლასო ოთახი დაახვედრა
12-10-2021
-
+


გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლა მოსწავლეებთან შესახვედრად განსაკუთრებულად ემზადებოდა. 

სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა.

სკოლაში პატარებს განსაკუთრებული სიხარულით შეხვდნენ. მათი კლასი ბუშტებით მორთეს და პირველკლასელებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. მოსწავლეებმა კი დამრიგებელს ყვავილები მიართვეს. 

Iბ კლასის დამრიგებელი პედაგოგი შორენა სირიაა. 

სკოლა ულოცავს პირველკლასელებს სკოლაში შესვლას და წარმატებას უსურვებს.

„დადგა ნანატრი ცოდნის ზეიმი, რომელიც ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი უდავოდ პირველკლასელთათვისაა. ცნობისმოყვარედ შემოანათეს ნებიერა თვალები საზეიმოდ მორთულ საკლასო ოთახში. სენაკის პირველი საჯარო სკოლის Iბ კლასის მოსწავლეები (კლასის ხელ-ლი შორენა სირია) მხიარულად გაეცნენ ერთმანეთს. ლექსებსა და სახალისო გამოცანებს საზღვარი არ უჩანდა. აჟრიამულდა ბავშვების სიცილ-კისკისს მონატრებული დერეფნები, ეზო, საკლასო ოთახები. ულევი წარმატება თქვენ - ჩვენო უსაყვარლესო აღსაზღდელებო, კოლეგებო, მშობლებო!
ღმერთმა ინებოს, კვლავ არ შეაფერხოს რეალურ სივრცეში სასწავლო პროცესი ამ საშინელმა ეპიდემიამ“,- ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება