სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენ ვსწავლობთ კეთებით“- დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგმა, გვანცა ჭაბუკიანმა მოსწავლეებს საინტერესო გაკვეთილი შესთავაზა
12-10-2021
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო გარემოა შექმნილი.

მესამე კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე, პედაგოგმა გვანცა ჭაბუკიანმა მოსწავლეებს საინტერესო გაკვეთილი შესთავაზა.

„ჩვენ, ვსწავლობთ კეთებით! სწავლა მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი გამოყენების უნარი - კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. ცოდნა სამყაროსთან ურთიერთობის პროცესში ყალიბდება. შემოდგომა და რთველი თითქმის ყველა ქართველისთვის, განსაკუთრებით პატარებისთვის ჩურჩხელასთან  ასოცირდება, ამიტომ გაკვეთილის თემიდან გამომდინარე მოსწავლეებთან ერთად გადავწყვიტე, დაგვემზადებინა გორგომიჭელები, მოვამზადეთ თათარა და მოსწავლეების მიერ წინასწარ ასხმული ნიგოზი ცხელ თათარაში ამოვავლეთ. დღეიდან, ბავშვებმა იციან გორგომიჭელას მომზადების წესი. ისინი ძალიან კმაყოფილები და ბედნიერები დარჩნენ. ახლა კი ელოდებიან, როდის გაშრება მათი გორგომიჭელები რომ დააგემოვნონ. კეთებით სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავლე საკუთარი ცოდნის, წარმოსახვის, ინტელექტისა და შემოქმედების ნაყოფს ხედავს. ეს მას სიამოვნებას ანიჭებს,  თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების სტიმულს აძლევს“, - აღნიშნულია მასწავლებლის, გვანცა ჭაბუკიანის განცხადებაში.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება