სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხაბელაშვილების საჯარო სკოლის პედაგოგებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს
08-10-2021
-
+


5 ოქტომბერს მასწავლებლებმა პროფესიული დღე იზეიმეს. შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბელაშვილების საჯარო სკოლის პედაგოგებს ეს დღე განსაკუთრებულად მიულოცეს.

სკოლის პედაგოგებს ნანა ვასაძე-ჯანელიძეს და სოფიკო ბრეგვაძეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროფესიული დღე მიულოცეს და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

„შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, მასწავლებელთა პროფესიული დღე ნანა ვასაძე-ჯანელიძეს და სოფიკო ბრეგვაძეს მიულოცა და თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა. ნანა ვასაძე ინგლისური ენის მასწავლებელია ხაბელაშვილების საჯარო სკოლაში. სოფიკო ბრეგვაძე რუსულ ენას ასწავლის ხაბელაშვილების საჯარო სკოლაში. ორივე მათგანი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ქვეპროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში ახორციელებენ პეგადოგიურ საქმიანობას. მოსწავლე - ახალგაზრდობის აღზრდისა და განათლების საქმეს ემსახურებიან გულმოდგინედ და შესაშური ენერგიით. პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად, ისინი არაფორმალურ განათლებასაც ეწევიან. მათი ხელმძღვანელობით, მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსებსა და ოლიმპიადებში. ომარ ტაკიძესთან ერთად პროფესიული დღე მასწავლებლებს, მერის მოადგილე რუსუდან შავაძემ, რესურსცენტრის დირექტორმა ედუარდ გოგრაჭაძემ და პროფკავშირების შუახევის რაიონული საბჭოს თავმჯდომარე ლევან ნატარიძემ მიულოცა“, - წერს სკოლის პედაგოგი სოფიკო ბრეგვაძე.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება