ოჟიოს საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ თათულაშვილი ახმეტის დისტანციური ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ II ეტაპის მაღალქულიან მოსწავლეთა რეიტინგშია
07-10-2021
დაკოპირებულია
-
+
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოს საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ თათულაშვილმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზა.
მოსწავლე ახმეტის დისტანციური ინტელექტ-ჩემპიონატის II ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მოსწავლეთა რეიტინგში მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „ახმეტის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა ახმეტელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა.
აქციაში, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის ოცი მოსწავლე, სკოლის დირექტორთან, სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან, ეკა კობიაშვილთან და ბიოლოგიის მასწავლებელთან, ირინა ხვედელიათან ერთად ჩაერთო
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ