სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ძველი ხიბულის საჯარო სკოლაში პირველკლასელთა საზეიმო განწყობაზე იზრუნეს
07-10-2021
-
+


ზვიად გამსახურდიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დასწრებით ფორმატში განსაკუთრებული შემართებითა და ენთუზიაზმით დაიწყო.

სასწავლო პროცესი დასწრებითად ისევე როგორც საქართველოს სხვა სკოლებში, ამ სკოლაშიც 4 ოქტომბერს განახლდა.

სკოლა სიხარულით შეხვდა პატარებს, რომლებიც ამ დღეს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან. მათი კლასი ბუშტებით მორთეს და პირველკლასელებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. 

მოსწავლეებს სკოლა წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს.

„დადგა ახალი 2021-2022 სასწავლო წელი, ჩვენს პატარებთან შეხვედრის დღე.
დღე, რომელსაც დიდი თუ პატარა საზეიმო განწყობით ხვდება. განსაკუთრებით პირველკლასელები, რომლებმაც პირველად შეაღეს სკოლის კარები. თქვენთვის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება.
გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ყოველი ახალი სასწავლო წელი არის თქვენს ცხოვრებაში ახალი და კიდევ ერთი საინტერესო პერიოდის, ახალი ცოდნისა და გამოცდილების შეძენის დასაწყისი.
დღევანდელი სწავლა-განათლება გაძლევთ საშუალებას ჩაერთოთ სწავლის ფერხულში და გაამართლოთ თქვენი მასწავლებლების, მშობლებისა და საკუთარი თავის იმედები. წარმატებებს გისურვებთ ცხოვრებაში.
დიდი მადლობა ასევე საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ქალბატონ ლალი ჩიტაიასა და ბატონ ბესო ქავთარაძეს ჩვენი სკოლის გვერდში დგომისთვის“,- წერს სკოლა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გამოცდაჩაუბარებელ რომელ მასწავლებლებს მიეცემათ დადასტურებული კომპეტენციის შესაბამისი ანაზღაურება

უმაღლესებში მისაღები ადგილების რაოდენობა შეიცვალა - ვის ეხება მთავრობის დადგენილება 

საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები და შეფასების სქემა გამოქვეყნდა 

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გასაჩივრება დაიწყო - დეტალური ინსტრუქცია 

მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ - ცნობარი და რეგისტრაციის ვადები ცნობილია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

თბილისის N141 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკაუტების გუნდურ შეჯიბრში წარმატებას მიაღწიეს

 

თბილისის N142 საჯარო სკოლის მოსწავლემ ბათუმის ღია საერთაშორისო ჩემპიონატზე გაიმარჯვა

სკოლა „ჰელიოსის“ IX კლასის მოსწავლეებმა კახეთში შემეცნებითი მოგზაურობა მოაწყვეს

 
ხარისხიანი განათლება, უსაფრთხო და ოჯახური გარემო - რას სთავაზობს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა მოსწავლეებს
სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნას
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება