სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჯერ ბავშვი უყვარდა მერე საგანი“- ბახვის საჯარო სკოლის დირექტორმა, მზია ვაშალომიძემ საკუთარ მასწავლებელს პროფესიული დღე განსაკუთრებულად მიულოცა
06-10-2021
-
+


წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის დირექტორი მზია ვაშალომიძე პედაგოგ ნუნუ ანდღულაძეს პროფესიულ დღეს ულოცავს.

მზია ვაშალომიძე მასწავლებელს ემოციურ მისალოც წერილს უძღვნის:

„დღეს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა, პირველი ვისაც მივულოცე ჩემი მასწავლებელი ნუნუ ანდღულაძეა, კარგახანს ვისაუბრეთ, ბავშვივით გაიხარა. ცხრა ათეულ წელს მიახლოებულ ნუნუ მასწავლებელს ახსოვს ყველა ვისაც წლების მანძილზე ასწავლიდა,  დღემდე აკითხავენ სახლში მისი მოსწავლეები, იგი ახლა მცხეთაში ცხოვრობს და მიუხედავად ამისა არ ჩაუგდია არც ერთი  შეხვედრა კურსდამთავრებულებისა; ეს სურათიც შარშან გადავუღე 55 წლის წინანდელ გამოშვებასთან შეხვედრაზე სკოლაში, მაოცებს  მისი მეხსიერება, გონიერება, დამოკიდებულება ყველასა და ყველაფრის მიმართ. ნუნუ მასწავლებელი ჩემთვის ყოველთვის იყო ზნეობის, დედაშვილობის ეტალონი, ჭეშმარიტი მოძღვარი, ვისაც ჯერ ბავშვი უყვარდა მერე საგანი, რამდენი მათემატიკოსი აღუზრდია და მეც არამათემატიკოსს ხშირად მომნატრების მისი გაკვეთილი. დიდხანს  იცოცხლე ნუნუ მასწავლებელო, თქვენ ერთი შემომრჩით  ჩემი აღმზრდელებიდან და განსაკუთრებულად გეფერებით და გილოცავთ“, - წერს მზია ვაშალომიძე

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება