სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის პედაგოგ თალიკო ჯაყელს, პროფესიულ საქმიანობაში მიღწეული წარმატებისათვის, მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო გადაეცა
06-10-2021
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელ თალიკო ჯაყელს, პროფესიულ საქმიანობაში მიღწეული წარმატებისათვის, მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო გადაეცა. 

ჯილდო მას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ინიციატივით გადაეცა. 

სკოლა ულოცავს პედაგოგს ამ დიდ წარმატებას და კარიერულ წინსვლას უსურვებს.

„პროფესიულ საქმიანობაში მიღწეული წარმატებისათვის მახინჯაურის საჯარო სკოლის ქიმიის წამყვან პედაგოგს, თალიკო ჯაყელს, აჭარის მთავრობის, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ინიციატივით მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო გადაეცა! 
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის დრამატულ თეატრში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე რეგიონში წარმატებით მოღვაწე პედაგოგებს შეხვდა და პროფესიულ საქმიანობაში მიღწეული წარმატებისთვის მადლობა გადაუხადა.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ რამდენიმე წელია საფუძველი ჩაუყარა სასწავლო წლის შედეგებით წარმატებული პედაგოგების დაჯილდოებას, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საზოგადოებისთვის პედაგოგთა დამსახურებისა და მათი ღვაწლის წარმოჩენა.
პედაგოგთა შერჩევის დროს ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენდა სასკოლო ოლიმპიადებში მათი მოსწავლეების მიერ მიღწეული წარმატება, ასევე, პედაგოგების აქტიურობა და მათი ჩართულობა სასკოლო-საგანმანათლებლო საქმიანობაში“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება