სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დასწრებითი ფორმატით სწავლა ახალ, კეთილმოწყობილ შენობაში განაახლეს
06-10-2021
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლას ახალი შენობა აქვს. 

ახალი შენობა ოთხსართულიანია, იგი 450 მოსწავლეზეა გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. 

აღსანიშნავია, რომ წელს ახალ შენობაში 40 პირველკლასელი მიიღეს. 

„ჩვენო საყვარელო მოსწავლეებო და მასწავლებლებო! მოგესალმებით. თითოეული ჩვენგანისათვის ასეთ ნანატრ და მნიშვნელოვან დღეს, მოგესალმებით ჩვენს ფერიასავით ულამაზესი სოფლის - ფერიის საჯარო სკოლიდან.
სიმბოლურია, რომ სახელი „ფერია“ ჩვენს სოფელს აქ დასახლებულმა აფხაზებმა შეარქვეს. მას შემდეგ ქართველი და აფხაზი მოსახლეობა მეგობრულად ცხოვრობს: ერთად ულხინთ და უჭირთ, ერთად სწავლობენ ჩვენს სკოლაში, რომლის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს ექვსი წლის შემდეგ აღვნიშნავთ.
1932 წელს ფერიის დაწყებითი სკოლა რვაწლიან სასწავლებლად, ხოლო 1971 წელს კი - საშუალო სკოლად გადაკეთდა. მას შემდეგ არაერთი საამაყო თაობა აღზარდა ჩვენმა სკოლამ.
დღეს კი, თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ აჭარის მთავრობის, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ძალისხმევით ფერიის საჯარო სკოლამ მეორე სუნთქვა შეიძინა, ახალი სიცოცხლე დაიწყო:
აშენდა 450 მოსწავლეზე გათვლილი ოთხსართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა: ლიფტით, პანდუსებით, ადაპტირებული სველი წერტილებით; უფრო მეტი, ის აღიჭურვა ახალი სასკოლო სპორტული ინვენტარით, უახლესი ტექნიკით, მოეწყო საკლასო ოთახები და კაბინეტები, სააქტო და სპორტული დარბაზები, ბიბლიოთეკა.
დღეისათვის ფერიის საჯარო სკოლაში 430 მოსწავლე სწავლობს, მათი აღზრდა-განათლების საქმეს კი 29 მაღალკვალიფიცირებული პედაგოგი ემსახურება და კიდევ ერთი სასიხარულო ფაქტი: წელს ჩვენი სკოლის კარები 40-მა პირველკლასელმა შემოაღო. სწორედ მათ მინდა, პირველ რიგში, მივულოცო სწავლის დაწყება და ვუსურვო ნათელი, მზიანი, სიკეთითა და სიყვარულით სავსე ცხოვრების გზა.
ჩვენი მოსწავლეები, დღევანდელი თაობა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი და მჯერა, ისინი არაერთხელ ასახელებენ მშობლიურ სკოლასაც და საქართველოსაც, გულმოდგინედ ისწავლიან.
ბრძენი ილიას სიტყვები მინდა გავიხსენო: „ქვეყანა იმით კი არ არის უბედური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე, გონებაგახსნილი, გულანთებული კაცები არა ჰყავს.“ ამიტომ უნდა იყოს და არის კიდეც განათლება საქართველოს მთავრობის უპირველესი პრიორიტეტი და იმედია, ფერიის საჯარო სკოლაც თავის წვლილს შეიტანს მცოდნე, გონებაგახსნილი და სამშობლოსათვის გულანთებული ახალგაზრდების აღზრდაში.

სწორედ ამიტომ, უღრმესი მადლობა უნდა გადავუხადოთ აჭარის მთავრობას, პირადად ქალბატონ მაია ხაჯიშვილს, ბატონ ჯემალ სურმანიძეს, ჩვენი სკოლის ახალი შენობისთვის. აჭარის განათლების სამინისტროს მთლიან გუნდს, ხელვაჩაურის რესურსცენტრის უფროსს ქალბატონ ნევრესტან დიდმანიძეს, იმ ყურადღებისა და ზრუნვისთვის, რასაც ისინი იჩენენ ფერიის საჯარო სკოლის მიმართ, მადლობა მათ მობრძანებისა და ჩვენი სიხარულის გაზიარებისთვის. და ბოლოს, კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ახალი სკოლის შენობაში. წარმატებები ყველას! მადლობა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

როდის ვთესავთ ჯეჯილს სააღდგომოდ - რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის ხასხასა და ლამაზი იყოს

ლოჯისტიკის სამმართველო სახელი შეეცვალა და ღონისძიებების სამმართველოდ გადაკეთდა - მინისტრის ბრძანება 

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ბავშვებს შთამბეჭდავ აქტივობებს სთავაზობს და მხატვრული ლიტერატურის სიყვარულს შთააგონებს

ყურადღება გამახვილდა კომპოზიციაზე, თბილ და ცივ ფერებზე, ასევე მოცულობის გადმოცემაზე

მოსწავლეებისთვის აქტივობა მეტად საინტერესო და ამასთანავე სახალისო აღმოჩნდა

საინტერესო

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

ახალგაზრდებში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარობა პერიოდულად იცვლება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება